logo

,,ფერმერთა სკოლა“ სტუმრად მინსკის დღეებზე

2018 წლის 22 მარტს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. 
ფორუმის ფარგლებში, ქალაქ მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყო სექცია -,,თანამედროვე მინსკი და თბილისი“, რომელზეც სტუმრად მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ დაფუძნებული ,,ახალი პროფესიული კოლეჯი“ და ,,ფერმერთა სკოლა“. სექციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკა : თბილისისა და მინსკის ეკონომიკა, ტურიზმი, საკვები მრეწველობა (მათ შორის სოფლის მეურნეობის) და სხვა. 

,,ფერმერთა სკოლის“ ფილიალი აცხადებს მიღებას მებოსტნის სასერთიფიკატო პროგრამაზე

პროფესიულ კოლეჯი ,,ფერმერთა სკოლის“ ფილიალი სართიჭალაში აცხადებს მიღებას მებოსტნის სასერთიფიკატო პროგრამაზე. პროგრამაზე სწავლა უფასოა, სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.

მიღება მებოსტნის მეორე საფეხურის პროფესიულ პროგრამაზე

პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“ აცხადებს მიღებას მებოსტნის მეორე საფეხურის პროფესიულ პროგრამაზე. პროგრამაზე სწავლა უფასოა, კურსდამთავრებულზე გაიცემა სახელმწიფო დიპლომი. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.

მიღება მეფუტკრის სასერთიფიკატო პროგრამაზე

პროფესიულიკოლეჯი „ფერმერთა სკოლა“ აცხადებს მიღებას მეფუტკრის სასერთიფიკატო პროგრამაზე. პროგრამაზე სწავლა უფასოა. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 11 თვეს.