logo

  • Kol22

პროფესიული მომზადების პროგრამა ჟოლოსა და უეკლო მაყვლის წარმოების შესახებ

2020 წლის 24 დეკემბერს, სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლას" მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა: ,,ჟოლოსა და უეკლო მაყვლის წარმოება".

საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსისთვის განაცხადების მიღება იწყება!
ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO Georgia),იწყებენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას ფინანსური მხარდაჭერის გზით. პროექტის მიზანია 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში, უთანასწორობის შემცირება მათი გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით.

დაიწყო სწავლა პროგრამაზე ,,ხეხილის სხვლა-ფორმირება“

2020 წლის 1 ოქტომბერს, ა(ა)იპ პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლაში" დაიწყო სწავლა პროგრამაზე ,,ხეხილის სხვლა-ფორმირება". მეცადინეობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

,,ფერმერთა სკოლის" ვაშლის მოსავალი

მიმდინარე წელს, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ,,ფერმერთა სკოლის"  პრაქტიკული მეცადინეობის ხეხილის ბაღში ვაშლის მოსავლის აღება განხორციელდა.  ხეხილის ბაღი, 2017 წლის მარტში,  ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,მაშავის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაშენდა.