logo

  • Kol22

დასრულდა ,,ტყის მცველის“ სასერთიფიკატო პროგრამა

ა(ა)იპ პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრ  „ ფერმერთა სკოლაში“ დასრულდა   „ტყის მცველის“  პროგრამა, რომელიც  მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას და ითვალისწინებდა  სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. 

პრაქტიკული მეცადინეობა საფუტკრე მეურნეობაში

5 აგვისტოს, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლის“ პროფესიული  პროგრამის  - ,,ფუტკრის  პროდუქტების მიღება"- ფარგლებში,  ბენეფიციარებმა  მოინახულეს კერძო საფუტკრე ,,კავკასიური“, სადაც  ცნობილმა მეფუტკრემ,  კახაბერ ზირაკაშვილმა მათ გაუზიარა საკუთარი  გამოცდილება.; ასევე,  თითოეულ მათგანს მიეცა პრაქტიკული ცოდნის ამაღლების საშუალება ფუტკრის რძის მიღებასთან დაკავშირებით.

საჩუქარი ,,ფერმერთა სკოლას“

ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „ფერმერთა სკოლას“, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ და ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ ოთხი ჯარა სკა ფუტკრის ოჯახი და მეფუტკრეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი გადასცა საჩუქრად.

პროფესიული მომზადების პროგრამა „ტყის მცველი“

2021 წლის 25 მაისს, სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლას" მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა: ,,ტყის მცველი".