logo

არაფორმალური განათლება

არაფორმალური განათლება არის ის ცოდნა და უნარები, რომელიც პირმა მიიღო საგანმანათლებლო დაწესებულების გარეთ. მაგალითად: თუ პირი მიიღებს ცოდნას და უნარებს სახლის ან სამსახურის პირობებში, ისწავლის მეგობრისგან და სხვა. კოლეჯს შეუძლია ასეთი ცოდნის/უნარების აღიარება და დიპლომის გაცემა.

კოლეჯი შესაბამისი პროცედურებით შეამოწმებს პირს გააჩნია თუ არა ცოდნა და უნარები, რომელსაც ითხოვს კონკრეტული პროფესიული სტანდარტი. თუ ცოდნა და უნარები დადასტურდება ეს ნიშნავს, რომ მას უღიარდება არაფორმალური განათლება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტს მიიღებს.
არაფორმალური განათლების აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ პროფესიებში, რომელიც განსაზღვრულია მესამე საფეხურის ჩათვლით.
არაფორმალური აღიარებით დაინტერესებული პირი კოლეჯს მომართავს განცხადებით, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი პროცედურა.