logo

ეთიკის კოდექსი

 

1. ზოგადი დებულებები

1.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“ (შემდგომში „დაწესებულება“) დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო მიზნების განსახორციელებლად, აერთიანებს ერთმანეთთან განსხვავებული ურთიერთობის მქონე პირებს განურჩევლად რასის, ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილისა;
1.4 დაწესებულების ეთიკის კოდექსი წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“ პერსონალის (შემდგომში დაწესებულების „წევრი“) დაპროფესიული სტუდენტების (შემდგომში დაწესებულების „წევრი“) ეთიკური პრინციპების, ღირებულებებისა და ქცევის წესს;
1.5 დაწესებულების წევრები არიან: პროფესიული სტუდენტი, მსმენელი, თავისუფალი მსმენელი, მასწავლებელი, პრაქტიკის მენტორი ადმინისტრაციის პერსონალი, მოწვეული მასწავლებელი და ყველა ის პირი რომელსაც დაწესებულებასთან გაფორმებული აქვს შრომითი/მომსახურების ხელშეკრულება;
1.6 როგორც დაწესებულების წევრებმა, ასევე თვით დაწესებულებამ შეიძლება გამოიყენოს ყველა ძირითადი უფლება, გარდა ისეთებისა, რომელთა გამოსაყენებლადაც აუცილებელია ადამიანისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი თვისებები;
1.7 დაწესებულებაში აუცილებელია, რომ მისი ყველა წევრი იცნობდეს და პატივს სცემდეს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა წევრების და თვით დაწესებულების უფლებებსა და ვალდებულებებს;
1.8 დაწესებულების წევრები გამოხატავენ მზაობას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და მოქმედებენ ურთიერთპატივისცემისა და სრულყოფილი, სამართლიანი ურთიეთობისთვის;
1.9 დაწესებულებას ხვადასხვა დარღვევების აღმოფხვრისა და შემცირების, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვის მიზნით ატარებს შეხვედრებს დაწესებულების წევრებთან;
1.10 დაწესებულება ქმნის ჯანსაღი კონკურენციის პირობებს, როგორცპერსონალს შორის, ასევე პროფესიულ სტუდენტებშიც, რასაც უზრუნველყოფს ადმინისტრაცია და თითოეული წევრი;
1.11 დაწესებულების ყველა წევრი ვალდებულია დაემორჩილოს დაწესებულების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ნორმებს;
1.12 დაწესებულების თითოეული წევრი ითვალისწინებს ადამიანის ძირითად უფლებებს და იცის:
ა) ყველას აქვს სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება;
ბ) ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია;
გ) ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება;
დ) ყველას აქვს პირადი ცხოვრებისა და საკუთრების უფლება;
ე) ყველას აქვს თვითგამოხატვის უფლება;
ვ) ყოველას აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება;
ზ) ყველას აქვს დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება;
ი) ყველას აქვს დაწესებულების ფარგლებში მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად თანასწორი სამართლებრივი მდგომარეობის მოთხოვნა;
1.13 დაწესებულება მის სამოქმედო სივრცეში განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს:
ა) სამართლიან და თანასწორმოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვ.
ბ) დაწესებულების ფარგლებში სამართლიანობა, სასწავლო პროცესის გამჭვირვალობა, შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობა;
გ) პირადი და პროფესიული პასუხისმგებლობა;
დ) დისციპლინა.

2. სასწავლო პროცესი

2.1დაწესებულების მიზანია ჰუმანისტური იდეალების გათვალსწინებით საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, რისთვისაც ქმნის საგანმანათლებლო სივრცეს;
2.2დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტისათვის სწავლებისა და სასწავლო პროცესის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას;
2.3ადმინისტრაციის სასწავლო პერსონალი მოქმედებს თავისუფლად პროფესიულ ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლებისა და სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით;
2.4სწავლების პროცესის მიმდინარეობისას აუდიტორიებში უნდა სუფევდეს ურთიერთნდობის გარემო, რომელსაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც პროფესიულმა სტუდენტმა, ასევე, მასწავლებელმა;
2.5 სასწავლო პერსონალო თავისუფალია განსაზღვრავს სწავლების მეთოდებსა და საშუალებებს;
2.6 დაწესებულების პერსონალი ზრუნავს, როგორც პროფესიული სტუდენტის, ასევე, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და იყენებს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ პირობებსა და წინადადებებს;
2.7 დაწესებულების პერსონალი თავისუფლად გადადგილდება დაწესებულების სივრცეში და იყენებს დაწესებულების ქონებას;
2.8 დაწესებულების წევრი განზრახ, თავისი ბრალით დაწესებულების ქონებისთვის მიყენებული ზარალის შემთხვევაში ვალდებულია მიყენებული ზიანი სრულად აანაზღაუროს. სამართლიანი და თანასწორი მოპყრობა, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვ.

3. დაწესებულების პერსონალი

3.1 დაწესებულების პერსონალი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანასწორად ეპყრობა ყველა პროფესიულ სტუდენტს, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ყურადღებით და გულისხმიერებით. საპასუხოდ კი, პროფესიული სტუდენტი პერსონალს ეპყრობა ღირსების დაფასებითა და პატივისცემით;
3.2 დაწესებულების ყველა პროფესიული სტუდენტი სარგებლობს უფლებით მოითხოვოს თანასწორი მოპყრობ ადაწესებულების სხვა წევრების მხრიდან;
3.3 პროფესიული სტუდენტის მოლოდინს ობიექტური შეფასებისა და პერსონალის მხრიდან
სრულყოფილი ინფორმაციის მიღება უნდა ამართლებდეს დაწესებულების თითოეული პერსონალი;
3.4 დაწესებულების წევრი პროფესიული სტუდენტი სარგებლობს უფლებით მიიღოს ნებისმიერი სახის საჯაროი ნფორმაცია, ხარისხიანი განათლება, თანაბარ პირობებში ისარგებლოს დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური, საინფორმაციო ბაზით, მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების პერსონალის შეფასებაში, აირჩიოს სასწავლოპ როგრამა, მოითხოვოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა,
ისარგებლოს შიდა და გარე მობილობის უფლებით, მოითხოვოს დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.

4. პირადი და პროფესიული პასუხისმგებლობა

4.1 პროფესიული სტუდენტი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, როგორც პერსონალის ასევე დაწესებულების წინაშე;
4.2 პროფესიული სტუდენტის განსხვავებული აზრის მოსმენა და განსჯა, გაზიარება, შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, განმარტებები და ცვლილებები დაწესებულების წევრთა საქმიანობის ნაწილია;
4.3 პროფესიული სტუდენტი დაცულია სუბიექტური მიდგომებისა და შეფასებებისაგან დაწესებულების ნებისმიერი პერსონალისგან;
4.4 სასწავლო პერსონალმა იცის უსამართლო შეფასებების დაუშვებლობა;
4.5 პროფესიულმა სტუდენტმა იცის, რომ გამოცდებზე ეკრძალება სხვა პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობა, ტექნიკური საშუალებების გამოყენება, საგამოცდო საკითხების წინასწარ მოძიების მცდელობა, სხვისი ნაშრომის მითვისება, შეფასებების მონაცემების განზრახ გაყალბების მცდელობა, ჩარევა სხვათა საქმეში, სასწავლო პროცესის განზრახ ხელის შეშლის მცდელობა;
4.6 სასწავლო პერსონალი ზრუნავს დააინტერესოს პროფესიული სტუდენტი სწავლითა და მუდმივ განვითარების პროცესით, რაც უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის პიროვნებად ჩამოყალიბებას;
4.7 დაწესებულების ნებისმიერი წევრი უნდა იცავდეს საავტორო უფლებებს, როგორც დაწესებულების წევრებისა, ასევე გარეშე პირების;
4.8 დაწესებულების წევრებს უფლება აქვთ დაწესებულების გარეთ საზოგადო შეხვედრებსა და საუბრებში, მათ შორის რადიო, ტელევიზია, საგამომცემლო სფეროში, პირად საუბრებსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოხატონ თავიანთი აზრი დაწესებულების შესახებ მხოლოდ ობიექტურად და სამართლიანად, რეპუტაციის შემლახველი განცხადებების თავისშეკავებით;
4.9 დაწესებულების წევრები ვალდებულები არიან საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში განცხადების გაკეთებამდე შეუთანხმდნენ დაწესებულების დირექტორს. თუ წევრების მიერ ხდება ისეთი საკითხების კომენტირება, რომელიც არ ეხება მათ პროფესიულ საქმიანობას, მაშინ მათ უნდა განაცხადონ რომ კომენტარი კეთდება კერძოდ მათი მხრიდან და არადაწესებულების სახელით;
4.11 დაწესებულების წევრებს უფლება აქვთ გამოიყენონ დაწესებულების ქონება, ინვენტარი დანიშნულებისამებრ და პატიოსნად, არ უნდა მოხდეს პირადი მიზნებისათვის გამოყენება თუ არარსებობს დაწესებულების შესაბამისი ნებართვა;
4.12 დაწესებულების წევრი ვალდებულია არ დაუშვას პლაგიატობა – უფლებამოსილების გარეშე სხვისი იდეის, სამუშაოს, პროექტის, ნაწარმის გამოყენება, წყაროების დამახინჯება;
4.13 დაწესებულების პერსონალი ვალდებულია წინასწარ წერილობით აცნობოს დირექტორს მსგავსი ტიპის სხვა დაწესებულებებ თანთანამშრომლობის შესახებ;
4.14 დაწესებულება ფლობს ინტელექტუალურ საკუთრებას, რომლის დაწესებულებისგან უნებართვოდ გამოყენება ან გავრცელება დაუშვებელია;
4.15 ინტელექტუალური საკუთრება გულისხმობს საავტორო უფლებებს, დაწესებულების მიერ შემუშავებულ საქმიანობის მომწესრიგებელ დოკუმენტებს, დაწესებულების გამოცემებს, პროექტებს და სხვა ნაწარმს;
4.16 წევრებმა, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია დაწესებულების დოკუმენტაცია ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის დაწესებულების პერსონალის ხელფასის ოდენობა;
4.17 კონფიდენციალურია პროფესიული სტუდენტებისა და დაწესებულების პერსონალის პირადი საქმეები, გარდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის დროს;
4.18 დაწესებულების წევრეთ აპირადი ინფორმაცია შესაბამისადაა დაცული;
4.19 პირადი და პროფესიული პასუხისმგებლობის აღების პრინციპი მოითხოვს არა მარტო იმას, რომ ხალხმა შეწყვიტოს ერთმანეთისა და სხვათა საკუთრების ზიანისმ იყენება, არამედ მათი მხრიდან ზრდილობიანი მოქცევის გამომჟღავნება, რომელიც დაწესებულების ყველა წევრს მოეთხოვება;
4.20 დაწესებულების წევრებს შორის კონფლიქტური სიტუაციების შემთხვევებში პერსონალი თუ პროფესიული სტუდენტი ვალდებულია ყოველგვარი უხეში ჩარევის გარეშე მხოლოდ სიტუაციის განმარტებით შემოიფარგლოს;
4.21 არაობიექტურობა დაწესებულების საქმიანობის ნებისმიერ პროცესში არის საფუძველი ნებისმიერი ბარიერის, რამაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს მუშაობის პირობებს და მომსახურების განხორციელებას;
4.22 დაწესებულების წევრები ვალდებული არიან თავიდან აიცილონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც წარმოშობს სამსახურეობრივ მოვალეობის ბოროტად გამოყენებას; მსგავსისი ტუაციის შექმნისას დაწესებულების პერსონალი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ დირექტორს;
4.23 დაწესებულების პერსონალს არ აქვს უფლება მოითხოვოს საჩუქარი ან დაავალდებულოს ვინმე რაიმე ქმედების შესრულებაზე;
4.24 დაწესებულების პროფესიული სტუდენტის მიერ თვითნებურად დაწესებულების პერსონალისათვის საჩუქრის გადაცემის სურვილის შემთხვევაში პერსონალი ვალდებული ააცნობოს ამის შესახებ დირექტორს.

5. დისციპლინა

5.1 დაწესებულებაში იკრძალება ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის შეტანა და მოხმარება, ასევე დაწესებულებაში აკრძალულია აზარტული თამაშები;
5.2 დაწესებულების ტერიტორიაზე მოწევა დაუშვებელია;
5.3 დაწესებულებაში დაუშვებელია სწავლის პროცესისათვის ხელის შეშლა, ხმაური, აუდიტორიაში მობილური ტელეფონის გამოყენება;
ეთიკის კოდექსით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს დისციპლინარულ გადაცდომას