logo

კოლეჯის დებულება

 დაწესებულების მისიაა:

 საქართველოს რეგიონებში პროფესიული
 განათლების დანერგვა და ადგილობრივი მოსახლეობის
 პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

თავი პირველი

ზოგადი დებულებები

 

უხლი 1. დაწესებულების იურიდიული სტატუსი

1.1 პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა" (შემდგომში –„დაწესებულება”) – დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
1.2 დაწესებულების სრული დასახელება:
ა) ქართულად – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“
ბ) ინგლისურად – Non-entrepreneurial (non-commercial) Legal Entity “vocational college farmers school“
1.3 დაწესებულების სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლის“ წესდებით;
1.4 დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონით, ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლის“ წესდებით, ამ დებულებით და დაწესებულების სხვა სამართლებრივი აქტებით;
1.5 დაწესებულების ძირითადი რეკვიზიტებია:
ა) საიდენტიფიკაციო კოდი: 438111106
ბ)იურიდიული მისამართი: საქართველო, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა;
გ) ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა;
დ) ტელეფონის ნომერი: 2 105 848
ე) ვებ-გვერდი: Farmersschool.ge და ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
1.6 დაწესებულებას აქვს ბეჭედი შემდეგი რეკვიზიტებით: საიდენტიფიკაციო კოდი, დაწესებულების დასახელება ქართულ და ინგლისურ ენაზე, წარწერა „საქართველო“ და დაწესებულების ლოგო;
1.7 დაწესებულება საქმისწარმოებისას იყენებს შტამპს შემდეგი რეკვიზიტებით: დაწესებულების დასახელება და ხაზგასმა, რომელზეც უნდა მიეთითოს გატარების რეკვიზიტები - რეგისტრაციის ნუმერაცია და თარიღი;
1.8 დაწესებულების ბიბლიოთეკაში გამოიყენება შტამპი შემდეგი რეკვიზიტებით: დაწესებულების დასახელება, წარწერა „ბიბლიოთეკა“;
1.9 დაწესებულებას აქვს ბრძანების ფურცელი შემდეგი რეკვიზიტებით: დაწესებულების დასახელება, წარმომადგენელი პირი „დირექტორი“ წარწერა „ბრძანება №“, ბრძანების საფუძველი ამ დებულებით განსაზღვრული ნორმის მითითებით, წარწერა „ვბრძანებ“
1.10 დაწესებულება ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს მისი წარმომადგენლის-დირექტორის ფაქსიმილიეს, რომელსაც იგივე იურიდიული ძალა გააჩნია, რაც ორიგინალ ხელმოწერას.

მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

2.1 დაწესებულება ხელმძღვანელობს პროფესიული განათლების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული და ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯის „ფერმერთა სკოლის“ წესდების მიზნებით, ეყრდნობა რა მისიას და განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს:
ა) საქართველოს რეგიონებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-დანერგვა;
ბ) დაინტერესებულ პირთათვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
2.2 მიზნების განხორციელებისთვის დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს რეგიონებში პროფესიული საგანმანათლებლო სათანადო სივრცის შექმნას;
ბ) ზრდასრულთათვის გადამზადების პროგრამების შეთავაზებას პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

თავი მეორე მართვა და სტრუქტურა

მუხლი 3. დაწესებულების მართვა

3.1დაწესებულების საქმიანობის წარმართვისთვის ამ დებულებით განსაზღვრულია მართვის ორგანო/ორგანოები და დამხმარე სტრუქტურული ერთეული/ერთეულები;
3.2დაწესებულების მართვის ორგანოა დირექტორატი, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი;
3.3 დაწესებულების დირექტორი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯის „ფერმერთა სკოლის“ წესდებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
3.4დაწესებულების დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებლის, - ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარეს“ წარმომადგენელი;
3.5დაწესებულების დირექტორი:
ა) მართავს დაწესებულებას ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯის ფერმერთა სკოლის წესდებისა და ამ დებულების თანახმად;
ბ) დაწესებულებას წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ)ხელმძღვანელობს დირექტორატს, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობას;
დ)დამფუძნებლის წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ამტკიცებს დაწესებულების ბიუჯეტს და საშტატო განრიგს;
ე) საშტატო განრიგის საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით დადებს და მოშლის/შეწყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;
ვ) დამფუძნებლის წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ამტკიცებს ამ დებულებას, შინაგანაწესს;
ზ) უფლებამოსილია დაამტკიცოს ეთიკის კოდექსი, საქმისწარმოების წესი, სტრატეგიული გეგმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, დაწესებულებისთვის საჭირო მარგეულირებელი სხვა დოკუმენტები;
თ) უფლებამოსილია შექმნას კომისია/გამგეობა/სამუშაო ჯგუფი/კომისიები/სამუშაო ჯგუფები;
ი) განსაზღვრავს მისაღებ პროფესიული სტუდენტის რაოდენობას;
კ) განსაზღვრავს შიდა/გარე მობილობით სარგებლობის წესსა და პირობებს, მათ შორის ვადებს, წარმოსადგენ დოკუმენტაციის ნუსხას;
ლ)უფლებამოსილია კავშირი დაამყაროს დამსაქმებლებთან ან/და პოტენციურ დამსაქმებლებთან, აწარმოოს მოლაპარაკებები, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პროცესი;
მ)გამოსცემს ბრძანებას დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის, მათი წარმოდგენის ვადისა და შესაბამისი პროცედურის შესახებ;
ნ) გამოსცემს ბრძანებებს პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ;
ო) გამოსცემს ბრძანებას არაფორმალური განათლების აღიარების წესისა და პირობების შესახებ, მათ შორის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა, ვადები, გასაჩივრების წესი და სხვ;
პ) უზრუნველყოფს და ზედამხედველობს არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენას;
ჟ) ამ დებულების ამავე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა დაწესებულების საქმიანობის ეფექტურად, შეუფერხებლად წარმართვისა ან/და აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს სხვადასხვა ბრძანებებს;
რ) ყოველი წლის ბოლოს, არაუგვაინეს 31 დეკემბრისა დამფუძნებელს წერილობით აწვდის ყოველწლიურ ანგარიშს დაწესებულების საქმიანობის ასევე, ფინანსური შემოსავალისა-დანახარჯების შესახებ;
ს) უფლებამოსილია დაამტკიცოს დაწესებულების მართვის სხვა ორგანოების ან/და სტრუქტურული ერთეულების დებულებები ან სხვა მარეგულირებელი აქტები.

 დაწესებულების დირექტორს ესაჭიროება დამფუძნებლის წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა, შემდეგ გარიგებებზე:
ა) დაწესებულების სახელით უძრავი ქონების შეძენა;
ბ) დაწესებულების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისება;
გ) დაწესებულების სახელით სესხის აღება;
დ) დაწესებულების სახელით თავდებობა;
ე) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ვ) შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობების განსაზღვრა;
3.7 დაწესებულების დირექტორი საჭიროებისამებრ ქმნის მართვის სხვა ორგანოს ან/და ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს.
3.8 დაწესებულების დირექტორის მოადგილის დანიშვნის შემთხვევაში დაწესებულებაში დირექტორის არ ყოფნის დროს მოვალეობის შემსრულებელი მისი ერთ-ერთი მოადგილეა.

მუხლი 4. დამხმარე სტრუქტურული ერთეული

4.1 დაწესებულების დამხმარე სტრუქტურული ერთეულია ადმინისტრაცია;
4.2 ადმიანისტრაციას ხელმძღვანელობს დირექტორი;
4.3 ადმინისტრაციის საქმიანობა შედგება შემდეგი მიმართულებებისგან: სასწავლო პროცესის მართვა, საქმისწარმოება, რეესტრის წარმოება, ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვა, სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ფინანსურ–მატერიალური უზრუნველყოფა, დაწესებულებასა და პროფესიულ სტუდენტთა ქცევაზე ზედამხედველობა, უსართხოება და სხვა;
4.4ადმინისტრაცია მოქმედებს დაწესებულების ამ დებულებით, დაწესებულებაში გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე, მათ შორის “საქმისწარმოების ერთიანი წესის,” შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ფარგლებში;
4.5 ადმინისტრაციის საქმიანობის მიზანია: პროფესიულ სტუდენტთა მომსახურება, სასწავლო პროცესის მართვა, ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, სასწავლო პროცესზე ზედამხედველობა, დოკუმენტბრუნვა, რეესტრის წარმოება, საბიბლიოთეკო საქმიანობა, საფინანსო საქმიანობა, არქივის წარმოება, პერსონალის მართვა, ბუღალტრული აღრიცხვა, უნარშეზღუდულ პირთა საჭიროებების განსაზღვრა–მომსახურება, ქონების დაცვა–დასუფთავება, აქტიური თანამშრომლობა დამსაქმებლებთან, ან/და პოტენციურ დამსაქმებლებთან, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით, სწავლების და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, განმავითარებელი საქმიანობის დაგეგმვა–განხორციელება, თანამშრომლობა მედიასთან, პროფესიული სტუდენტების ინფორმირება, შეხვედრების, საღამოებისა და პრეზენტაციების მოწყობა–კოორდინირება, სხვადასხვა აქციებში პროფესიულ სტუდენტთა ჩაბმა, უფლებამოსილების ფარგლებში ორგანიზაციებთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების ორგანიზება, დაწესებულების ვებგვერდის მომზადება–განახლება, დაწესებულების აიტი მომსახურება და სხვა;
4.6 ადმინისტრაციაში განსაზღვრული ამოცანებია: საქმიანობის განმახორციელებელი ეფექტური მართვის ფორმა, პროფესიული სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებების დანერგვა, დაწესებულებისათვის სათანადო იურიდიული მომსახურების გაწევა, დაწესებულებაში ადაპტირებული გარემოს შექმნა, ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზის შექმნა და თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვა, სასწავლო პროცესის დაგეგმვა–კონტროლი, რეესტრის წარმოებისთვის სისტემის დანერგვა, საქმიანობის განმახორციელებელი მართვის ფორმისა და პერსონალის მართვის სისტემის შემუშავება, დაწესებულების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და დაწესებულების ქონების დაცვა, პროფესიული სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებების დანერგვა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება–შესწავლა–კვლევა, დამსაქმებელთა ბაზრის შესწავლა–ანალიზი, დაწესებულების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მისი წარმოჩენა, პროფესიულ სტუდენტთა სოციალიზაციის მიზნით სპორტულ–კულტურული პროექტების პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელება.
4.7 ადმინისიტრაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობებია: ხარისხის მართვის სპეციალისტი (1), მდივან-რეფერეტი (1), ბუღალტერი (1), საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (1); ბიბლიოთეკარი (1), ლოჯისტიკოსი (1), საწყობის გამგე (1), არქივის სპეციალისტი (1), რეესტრის მართვის სპეციალისტი (1), მედდა (1), მებაღე (1), დამლაგებელი (1),
4.8 ამ დებულებით განსაზღვრული საშტატო ერთეულის გარდა დაწესებულების დირექტორი, დამფუძნებლის წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე:
ა) განსაზღვრავს დამატებით საშტატო ერთეულს/ერთეულებს
ბ) ან/და ამცირებს/გაზრდის ამ დებულებით განსაზღვრულ საშტატო ერთეულებს;
გ) ან/და საშტატო ერთეულის განსაზღვრის გარეშე დებს/მოშლის შრომით ან მომსახურების ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს;
4.9დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს/შეაჩეროს ან მოშალოს შრომითი/მომსახურების ურთიერთობა დამფუძნებლის წარმომადგენლის წერილობითი თანხომის გარეშე.

თავი მესამე
დაწესებულების პერსონალი

მუხლი 5. დაწესებულების პერსონალის სახეები

5.1 დაწესებულების ამ დებულებით ან/და სხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალი მოქმედებს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ამ დებულებით და დაწესებულების სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5.2დაწესებულების პერსონალის სახეებია: ადმინისტრაციული, დამხმარე და სასწავლო პერსონალი;
5.3დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობაა: დირექტორი, დირექტორის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში), ხარისხის მართვის სპეციალისტი;
5.4დაწესებულებაში დამხმარე პერსონალია: მდივან-რეფერენტი, ბიბლიოთეკარი, ლოჯისტიკოსი, საწყობის გამგე, ბუღალტერი, რეესტრის მართვის სპეციალისტი, არქივის სპეციალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მედდა, მებაღე, დამლაგებელი, შესაძლებელია დირექტორის ბრძანებით განისაზღვროს სხვა დამხმარე პერსონალიც;
5.5დაწესებულებაში სასწავლო პერსონალია: მასწავლებელი, პრაქტიკის მენტორი, მოწვეული მასწავლებელი (საჭიროების შემხთვევაში);
5.6პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის წესი/პროცედურები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით;

მუხლი 6. დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალი

6.1 დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალს - დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
6.2დირექტორის მოადგილის/მოადგილეების საქმიანობის არეალი და მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით;
6.3 დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალს - ხარისხის მართვის სპეციალისტს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
6.4 დაწესებულების ხარისხის მართვის სპეციალისტის ფუნქციაა დაწესებულებაში დანერგოს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, მათ შორის სასწავლო პროცესის და მასწავლებლთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცედურები;
6.5 დაწესებულების ხარისხის მართვის სპეციალისტი ქმნის ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და აყალიბებს მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიას;
6.6 დაწესებულების ხარისხის მართვის სპეციალისტი:
ა) ყოველწლიურად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით ამზადებს ავტორიზაცია-აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს;
ბ) მონაწილეობს სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრულ აქტივობებში;
გ) ყოველწლიურად აფასებს და ამზადებს ანგარიშს დაწესებულების მატერიალური რესურსის შესაბამისობას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნებთან;
დ) ზრუნავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ე) ზრუნავს ადმინისტრაციის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ვ) ნერგავს დაწესებულების საქმიანობის შეფასების მექანიზმებს;
ზ) ამზადებს სხვადასხვა ანგარიშებს და წარუდგენს დირექტორს;
თ) აღრიცხავს კურსდამთავრებულთა მოძრაობას;
ი) კონტაქტს ამყარებს დამსაქმებელთან;
კ) სასწავლო პროცესისა და დაწესებულების პერსონალის კმაყოფილების კვლევის შედეგების
გათვალისწინებით აუმჯობესებს პროცესებს;
ლ) ევალება განმავითარებელი საქმიანობის დაგეგმვა–განხორციელება;
მ) ევალება დამსაქმებელთა ბაზრის შესწავლა–ანალიზი;
ნ) ევალება მიმდინარე სასწავლო პროცესზე მონიტორინგის წარმოება;

მუხლი 7. დაწესებულების დამხმარე პერსონალი

7.1 დაწესებულების დამხმარე პერსონალს - მდივან-რეფერენტს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.2დაწესებულების მდივან-რეფერეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.3 დაწესებულების მდივან-რეფერენტის დოკუმენტბრუნვის წარმოების მიმართულებით განსაზღვრული ფუნქციებია:
ა)კორესპონდენციის მიღება–განხილვა, შესაბამის ჟურნალში რეგისტრირება, დანიშნულებისამებრ გადაცემა–გაგზავნა;
ბ) დაწესებულების სახელით გასაგზავნი წერილების აღრიცხვა, რეგისტრაცია და გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) დოკუმენტების, წერილების დაწესებულების შიდა სივრცეში მოძრაობის წარმოება და მასზე ზედამხედველობა;
დ) დაწესებულების სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, შენახვა;
ე) დოკუმენტების ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭდვა, ასლის გადაღება;
ვ) კონტროლი დაწესებულებაში დოკუმენტზე მუშაობის წესების შესრულებაზე;
7.4დაწესებულების მდივან-რეფერენტის პროფესიულ სტუდენტთა მომსახურების მიმართულებით განსაზღვრული ფუნქციებია:
ა)პროფესიულ სტუდენტთა წერილობითი ან/და ზეპირი განცხადებების მიღება, გადამისამართება
ბ) ,,ღია კარის დღის” ღონისძიებებში ჩართულობა;
გ) პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაცია/მომსახურება;
დ)პროფესიულ სტუდენტთან ხელშეკრულების დადება–შეწყვეტა–აღდგენის ტექნიკური მხარით მომსახურება;
ე) პროფესიული სტუდენტის პირადი საქმის წარმოება;
ვ) პროფესიულ სტუდენტთა საინფორმაციო მონაცემთა ბაზის მუდმივი შევსება-განახლება (პროფესიული სტუდენტის ანკეტური მონაცემები);
7.5დაწესებულების მდივან-რეფერენტის პერსონალის მართვის მიმართულებით განსაზღვრული ფუნქციებია:
ა) პერსონალის პირადი საქმის წარმოება;
ბ) პერსონალის პირად საქმეებში შესაბამისი ბრძანებების შეტანა-განაწილება: პერსონალთა მიღება–გათავისუფლების, ხელშეკრულებების, თანამდებობრივი გადაადგილების, შვებულებების, დეკრეტების, დაჯილდოების, საყვედურების და ა.შ;
დაწესებულების დამხამრე პერსონალს - ბიბლიოთეკარს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.6დაწესებულების ბიბლიოთეკარის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.7 ბიბლიოთეკა დაწესებულებას უზრუნველყოფს წიგნებით, ჟურნალებით, გაზეთებითა და მის ფონდში არსებული სხვა მასალით მომსახურებას, როგორც ადგილზე, ასევე გაცემით;
7.8დაწესებულების ბიბლიოთეკაში არის ელექტრონულ მატარებელზე არსებული ფონდი;
7.9 ბიბლიოთეკა მკითხველს აცნობს კატალოგებით სარგებლობისა და ბიბლიოთეკის მომსახურების წესებს;
7.10 ბიბლიოთეკაში ეწყობა შეხვედრები, პრეზენტაციები;
7.1დაწესებულების ბიბლიოთეკარი შესაბამისი წესების დაცვით უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ფუნქციონირებას, აწარმოებს წიგნების აღრიცხვა-მოძრაობის შესაბამის ჟურნალს;
7.12მკითხველი ვალდებულია დაემორჩილოს ბიბლიოთეკაში მოქმედ წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველის მიმართ გამოიყენება დისციპლინული პასუხისმგებლობის ნორმები. 7.13 ბიბლიოთეკით მომსახურების წესებია:
ა) ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია დაწესებულების ყველა პროფესიულ სტუდენტსა და პერსონალს;
ბ) ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა, შესვენების გარეშე დილის 10:00 სთ–დან 18.00 სთ–მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 10:00 სთ–დან 16:00სთ–მდე;
გ) ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარები მუშაობენ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;
დ) მკითხველი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას წიგნებსა და სხვა სახის ბეჭდურ გამოცემებს;
ე) წიგნისა და ჟურნალ–გაზეთის სამკითხველო დარბაზში გამოყენების დროს აკრძალულია სამკითხველო დარბაზიდან მისი გატანა;
ვ) წიგნები, რომლებიც თითო ეგზემპლარით არის წარმოდგენილი, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა;
ზ) ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაბრუნებამდე მკითხველს არ შეუძლია დამატებით სხვა წიგნის გატანა;
თ) ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის შემთხვევაში ბიბლიოთეკარი აღრიცხვას გატანის დროსა და ხანგრძლივობას;
ი) მკითხველის მიერ მითითებულ დროში წიგნის არდაბრუნების შემთხვევაში, ბიბლიოთეკარი წერილობით აცნობებს დირექტორს;
კ) ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა წიგნი იმ პირზე, რომელიც შემჩნეულია წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში ან დაზიანებაში;
ლ) წიგნის დაზიანებისათვის, ან დაკარგვისათვის, მკითხველი ვალდებულია შეცვალოს წიგნი ახალი ეგზემპლარით ან აანაზღაუროს მისი ღირებულება ორმაგი ოდენობით;
მ) დაზიანებული წიგნით/წიგნებით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ სამკითხველო დარბაზში;
ნ) ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ქსეროქსით, სკანერით, ინტერნეტით და პრინტერით მომსახურებას;
ო) სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი;
7.14ბიბლიოთეკიდან წიგნის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ბიბლიოთეკარი ადგენს შესაბამის ოქმს და აწვდის დირექტორს.
7.15 დაწესებულების დამხამრე პერსონალს - ლოჯისტოკოსს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.16 დაწესებულების ლოჯისტიკოსის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.17 ლოჯისტიკოსის ფუნქციებია :
ა) დირექტორთან წარდგენის მიზნით დაწესებულების სამეურნეო დანახარჯებზე ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის ღონისძიებების შემუშავება;
გ) მომარაგება საჭირო მატერიალური ფასეულობებით, მასალებით, სამეურნეო, საკანცელარიო ინვენტარით;
დ) კომუნალური და სხვა სახის გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა;
ე) აიტი მომსახურება;
ვ) დაწესებულების ტექნიკური საშუალებების გამართულობის უზრუნველყოფა;
ზ) ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;
თ) პროფესიულ სტუდენტებს მიანიჭოს პაროლი;
ი) უზრუნველყოს დაწესებულების ადმინისტრაციის, ასევე პერსონალისათვის ელექტრონული პირადი მისამართების რეგისტრაცია–მუშაობა;
კ) უზრუნველყოს ვებ–გვერდის გამართული მუშაობა–განახლება;
ლ)დირექტორის წინაშე წინადადებების წარადგენს ინფორმაციას მატერიალური, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ბაზის განახლება–გამართვის შესახებ.
7.18 დაწესებულების დამხმარე პერსონალს - საწყობის გამგეს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.19დაწესებულების საწყობის გამგის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში და სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.20 საწყობის გამგის ფუნქციებია:
ა) მუდმივი აღრიცხვა და კონტროლი დაწესებულების ინვენტარის მოძრაობის შესახებ;
ბ) ამზადებს ანგარიშს ინვენტარის-რესურსების მოძრაობის შესახებ და წერილობით აწვდის ლოჯისტიკოსს;
გ) ჩართულია ინვენტარიზაციის პროცესში, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს და წერილობით აცნობს ბუღალტერს;
დ) უზრუნველყოფს ინვენტარის შეკეთებას, დაწესებულებაში ავეჯის, ელექტრო ან სხვა სახის დაზიანებების აღმოფხვრას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურება, საჭიროებების განსაზღვრა და მათი გადაადგილების უზრუნველყოფა.
7.21დაწესებულების დამხმარე პერსონალს - ბუღალტერს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.22დაწესებულების ბუღალტერი საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.23 ბუღალტრის ფუნქციებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია;
ბ) დაწესებულების საქმიანობაზე ფინანსური ჩანაწერების წარმოება;
გ)ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი კაპიტალ დაბანდებების აღრიცხვის უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის ჩატარება;
დ) საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
ვ) ფულადი შენატანების აღრიცხვა და მოთხოვნების მიხედვით გაცემა;
ზ) სახელფასო ფონდის მართვა-ანალიზი;
თ) დაწესებულებისთვის სხვადასხვა შესყიდვების მოთხოვნის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელება.
ი)დაწესებულების ეფექტურად ფუნქციონირებისთვის სხვა ფინანსურ-ბუღალტრული საქმიანობა
7.24დაწესებულების დამხმარე პერსონალს - რეესტრის მართვის სპეციალისტს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.25პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების რეესტრის წარმოების მიზანია უზრუნველყოს დაწესებულების პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნა და მოძრაობის კონტროლი;
7.26დაწესებულების რეესტრის მართვის სპეციალისტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.27 რეესტრის მართვის სპეციალისტი აღრიცხვას შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროფესიული სტუდენტის პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი;
ბ) განათლების საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი დაწესებულების დასახელება–ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა, დოკუმენტის სერია, ნომერი და თარიღი;
გ) დაწესებულებაში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ დირექტორის აქტის ნომერი/თარიღი, ჩარიცხვის თაობაზე პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების ნომერი;
დ) სპეციალობა, საფეხური და შესაბამისი ინფორმაცია;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა;
ვ) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა/აღდგენა აქტის, აგრეთვე გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ დირექტორის აქტის ნომერი და თარიღი;
ზ) პროფესიული სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა, მოპოვების ან/და გაუმჯობესების თარიღი და სწავლების საფასური.
მასწავლებლის რეესტრში შესატანი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი, სქესი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი (რეგისტრაციის ადგილი);
ბ) აკადემიური ხარისხი/პროფესია/სპეციალობა, მიღებული დიპლომის (ბოლო დოკუმენტი) სერია, ნომერი, თარიღი, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი და თარიღი, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ასწავლის, სტაჟირება, პროფესიული განვითარების კურსები, ტრეინინგები და კონფერენციების არსებობის შემთხვევაში;
გ) დაწესებულების მიერ დადგენილი წესით მასწავლებლის მიღების ფორმა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
7.28დაწესებულების დამხმარე პერსონალს - არქივის სპეციალისტს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.29სასწავლო და სამეურნეო დანიშნულების დოკუმენტური მასალების, მათი დაცვის, აღრიცხვის, აგრეთვე პრაქტიკული გამოყენების მიზნით, ფუნქციონირებს არქივი, რომელიც თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საარქივო წესებით და ამ დებულებით;
7.30 დაწესებულების არქივის სპეციალისტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.31 არქივის სპეციალისტი საქმიანობისას ეყრდნობა არქივის ფუნქციებს, კერძოდ:
ა) ღებულობს, აღრიცხავს და ინახავს სტრუქტურული ერთეულების საქმის წარმოებით დამთავრებულ დოკუმენტურ მასალებს;
ბ)კანცელარიასთან ერთად, აკონტროლებს ყველა სტრუქტურულ ერთეულებში მასალების დაცვისა და საქმეების გაფორმების სისწორეს;
გ) აწარმოებს არქივში არსებული დოკუმენტური მასალების პრაქტიკული ღირებულების ექსპერტიზას;
დ) მოთხოვნის საფუძველზე გადასცემს სახელმწიფო არქივს დოკუმენტურ მასალებს დადგენილ ვადებში;
ე) აწარმოებს დოკუმენტური მასალების გამოყენებას და ამ მასალების მიხედვით დადგენილი წესისამებრ ცნობების, პირების ამონაწერების გაცემას, როგორც უფლებამოსილ დაინტერესებულ დაწესებულებებზე, ისე უფლებამოსილ ფიზიკურ პირებზე;
ვ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების – დიპლომი, ცნობების მომზადება, გაცემა და აღრიცხვა; დოკუმენტაციის დაარქივება და სათანადო წესით არქივის წარმოება;
7.32 არქივი ატარებს შემდეგ მეთოდურ მუშაობას:
ა) შეისწავლის და განაზოგადებს არქივების მუშაობის გამოცდილებას;
ბ) კონსულტაციას უწევს სტრუქტურულ ერთეულებს საქმისწარმოების საკითხებზე;
7.33 დოკუმენტური მასალების შენახვის ვადების განსაზღვრის, მათი შესანახად და გასანადგურებლად შერჩევის ორგანიზაციისათვის დირექტორის ბრძანებით ინიშნება საექსპერტო კომისია, არანაკლებ სამი კაცის შემადგენლობით, ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკის თავმჯდომარეობით;
7.34 საექსპერტო კომისიის წევრები შესაძლებელია იყვნენ მოწვეული პირები, მათ შორის: წევრებად უნდა განისაზღვროს საქმისწარმოების სპეციალისტი, პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის სპეციალისტი, მოწვეული იურისტი, არქივზე პასუხისმგებელი პირი და ასევე კვალიფიციური გამოცდილი მუშაკები, რომელთაც შესწევთ უნარი სწორად განსაზღვრონ დოკუმენტური მასალების სასწავლო და პრაქტიკული მნიშვნელობა;
7.35 საექსპერტო კომისია, საქმისმწარმოებელთან და არქივთან ერთად, აწარმოებს დოკუმენტების ყოველწლიურად შერჩევას, შემდგომში მათ შესანახად და გასანადგურებლად, აგრეთვე, გამოყოფს იმ დოკუმენტებს, რომლებიც ექვემდებარებიან სახელმწიფო არქივში გადაცემას;
7.36 საექსპერტო კომისიის კონპეტენციაში შემავალი საკითხები განიხილება მის სხდომებზე, რომლებიც ფორმდება ოქმებითა და ხელს აწერენ თავმჯდომარე და მდივანი;
7.37 არქივში საბუთების ჩაბარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი:
ა) პერსონალთა და კურსდამთავრებულთა პირად საქმეებს უნდა ახლდეს ჩამონათვალი იმ საბუთებისა, რომლებიც ინახება პროფესიული სტუდენტის და პერსონალთა პირად საქმეში;
ბ)კურსდამთავრებულთა პირად საქმეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასწავლო ბარათის სრულად შევსებას, პროფესიულ სტუდენტთა პორტფოლიოს, თუ კურსდამთავრებულების პირად საქმეს აკლია ატესტატი, ან განათლების დიპლომი, არქივი არ მიიღებს პირად საქმეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია სკოლის მხრიდან ცნობა, ახსნა-განმარტება ან პროფესიული სტუდენტის განცხადება აღნიშნული დოკუმენტების გატანის შესახებ დირექტორის რეზოლუციით;
გ) კურსდამთავრებულთა და პერსონალთა პირადი საქმეები არქივში რჩება სამუდამოდ;
დ) დირექტორის ბრძანებები და სხვა სხდომის ოქმები, სასწავლო უწყისები, გამოცდის ოქმები, საბუღალტრო აღრიცხვის საბუთები არქივში ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ვადით.
ე) არქივიდან არ გაიცემა არც ერთი ცნობა დირექტორის რეზოლუციის გარეშე.
7.38 დაწესებულების დამხმარე პერსონალს - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.39 დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.40 საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ბ) დაწესებულებაში მიმდინარე პროცესების პოპულარიზაცია;
გ) აბიტურიენთა მოზიდვაზე ზრუნვა;
დ) ღია კარის ორგანიზება;
ე) კურსდამთავრებულთა მოძრაობის აღრიცხვაში მონაწილეობა;
ვ) დაწესებულებაში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის, როგორც ტექსტური ასევე ფოტომასალის დაწესებულების ვებ-გვერდზე განთავსება, ასევე შესაძლებელია ამ მიზნით სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მედიასთან ურთიერთობა;
თ) დაწესებულების ვებ-გვერდის სისტემატიური ინფორმაციული განახლება, ლოჯისტიკოსის დახმარებით;
ი) სხვა ქვეყნების იმავე ან/და მონათესავე პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
კ) უცხოელი სტუმრების დახვედრის, მიღების ორგანიზება, მათთვის სამუშაო და კულტურული პროგრამის დამუშავება-რეალიზება;
ლ) ამყარებს დამსაქმებლებთან ურთიერთობებს;
მ) ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების
ნ) საღამოებისა და პრეზენტაციების მოწყობა–კოორდინირება, სხვადასხვა აქციებში პროფესიულ
7.41 დაწესებულების დამხმარე პერსონალს - მედდას ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.42 დაწესებულების მედდის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.43 მედდა საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირის/პირების მიმართ, მათ შორის როგორც პროფესიული სტუდენტის, ასევე პერსონალისა და დაწესებულებაში მყოფი სხვა პირის/პირებისა;
7.44 მედდა მოქმედებს პირველადი გადაუდებელი დახმარების წესების დაცვით და შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას;
7.45 დაწესებულებაში გამოყოფილი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი და ადგილი, რომელსაც მედდა იყენებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას;
7.46 დაწესებულების დამხმრე პერსონალს-მებაღეს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
7.47 დაწესებულების მებაღის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, ასევე სამუშაო მოთხოვნის მიხედვით ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით;
7.48 მებაღე უზრუნველყოფს დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება-დალაგებას, ეზოს კეთილმოწყობაში მონაწილეობას, ასევე სასწავლო ნაკვეთის შესაბამის მოვლას, რომელიც მოიცავს მცენარეების მოვლას (გათოხნა, გამარგვლა, მორწყვა და სხვა), სათბურის მოვლა-პატრონობას და ტერიტორიის მოსავლელად საჭირო სხვა ქმედებებს.

მუხლი 8. სასწავლო პერსონალი

8.1 დაწესებულების სასწავლო პერსონალს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;
8.2 დაწესებულების სასწავლო პერსონალის შესარჩევად შესაძლებელია ჩატარდეს კონკურსი, რომლის პირობები, ვადების და ჩატარების წესი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით;
8.3 დაწესებულების დირექტორი სასწავლო პერსონალის შერჩევისას ეყრდნობა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს, ითვალისწინებს პროფესიული პროგრამის სპეციფიკასა და ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფის მიზნებს;
8.4 დაწესებულების სასწავლო პერსონალს უფლება აქვს:
ა) მიიღოს საჯარო ინფორმაცია, გაეცნოს დოკუმენტებს და დაწესებულების სამართლებრივ აქტებს, რომელიც შეეხება მის უფლებებსა და ინტერესებს;
ბ) შეარჩიოს სწავლების მეთოდები, მეცადინეობის ფორმები და საშუალებები;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს, დაწესებულების საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
ე) დაწესებულებისაგან მოითხოვოს მისი პიროვნული და ქონებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება;
ვ) მოითხოვოს პირადი ინფორმაციის, საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის, დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
ზ) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
8.5 დაწესებულების სასწავლო პერსონალი ვალდებულია:
ა) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;
გ) პატივი სცეს და დაიცვას პროფესიული სტუდენტისა და თანამშრომელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები;
დ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;
ე) პროფესიულ სტუდენტთა მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

თავი მეოთხე
პროფესიული სტუდენტი

მუხლი 9. ზოგადი დებულებები

9.1 დაწესებულების პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და დაწესებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ჩაირიცხა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
9.2 პროფესიული სტუდენტის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და დაწესებულების სამართლებრივი აქტებით;
9. 3 პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს საჯარო ინფორმაცია, გაეცნოს დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება მის უფლებებსა და ინტერესებს;
ბ) მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად;
გ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებით;
დ) მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების პერსონალის შეფასებაში;
ე) დაწესებულებისაგან მოითხოვოს მისი პიროვნული და ქონებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება;
ვ) მიიღოს სტიპენდია ან სხვა სახის ფინანსური დახმარება, შეღავათი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულებაში დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) მოითხოვოს პირადი ინფორმაციის, საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
თ) ისარგებლოს სხვა უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით.
9.4 პროფესიული სტუდენტის ვალდებულება:
ა) კვალიფიკაციის მინიჭებისა და პროფესიული დიპლომის მიღების მიზნით წარმატებით შეასრულოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კომპონენტები;
ბ) დაიცვას დაწესებულების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესები;
გ) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;
ე) დაიცვას სხვა პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები;
ვ) გაუფრთხილდეს სასწავლო ინვენტარსა და დაწესებულების სხვა ქონებას;
ზ) თავისი ქმედებით არ შებღალოს დაწესებულების რეპუტაცია;

მუხლი 10. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება

10.1 პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებად ითვლება დაწესებულებისა და პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე;
10.2 პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) ავადმყოფობა;
ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა;
გ) პროფესიული სტუდენტის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება;
დ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
ე) პირადი, წერილობითი განცხადება;
ვ) პროფესიული სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე სასწავლო კურსში უარყოფითი შეფასება;
ზ) პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები;
10.3 პროფესიული სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ ეტაპიდან, საიდანაც შეუჩერდა პროფესიული სტუდენტის სტატუსი;
10.4 სასწავლო კურსში/მოდულში უარყოფითი შეფასების მიღებისას პროფესიულმა სტუდენტმა ახლიდან უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი/მოდული;
10.5 სტატუსის შეჩერების მაქსიმალური დრო 2 წელია. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ პროფესიულ სტუდენტს უწყდება სტატუსი სამი თვის ვადით, ხოლო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ პირმა პროფესიული სტუდენტის სტატუსი ახლიდან უნდა მოიპოვოს, იმ დროისათვის დადგენილი წესების დაცვით;
10.6 პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა მოხდება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრება სტატუსის შეჩერების საფუძველი;
10.7 პირი, რომელსაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული, თუ მოითხოვს პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას, დაწესებულება უზრუნველყოფს მის მიწოდებას მოთხოვნიდან სამ სამუშაო დღეში.

მუხლი 11. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

11.1 პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
ბ) შეჩერებული სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტის ვადის დადგომა;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და უფლებამოსილი პირის მიერ პროფესიული სტუდენტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა;
დ) გარდაცვალება.
11.2 პირს, რომელსაც შეუწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და მოითხოვს პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას, დაწესებულება უზრუნველყოფს მის მიწოდებას მოთხოვნიდან სამ სამუშაო დღეში;
11.3 პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია სტატუსის აღდგენისთვის დადგენილი წესით.

მუხლი 12. მობილობა

12.1 პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს მობილობით, რაც გულისხმობს ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა პროფესიულ პროგრამაზე როგორც დაწესებულების სივრცეში (შიდა მობილობა) ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარე მობილობა) გადასვლას;
12.2 მობილობა დასაშვებია მხოლოდ ერთი და იმავე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის;
12.3 დაწესებულება, როგორც ამავე დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს, ასევე სხვა დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს ხელს უწყობს მობილობით სარგებლობაში, რისთვისაც დირექტორის ბრძანებით გამოიცემა მობილობის პროცედურები და პირობები;
12.4 დაწესებულების პროფესიულ სტუდენტს მობილობით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს, რისთვისაც მან დაწესებულებას უნდა მომართოს წერილობითი განცხადებით;
12.5 დაწესებულება მობილობის მსურველი პროფესიული სტუდენტისთვის უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების/მოდულების შესახებ ინფორმაციის, სამი სამუშაო დღის ვადაში მომზადებას;
12.6 დაწესებულების დირექტორის ბრძანებით სხვა დაწესებულებიდან გადმომსვლელთათვის ცხადდება მობილობის პერიოდი, ვადები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სხვა პირობები. ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განთავსდება დაწესებულების ვებ-გვერდზე;
12.7 მობილობის პროცედურების დასრულების შემდეგ ჩარიცხვის თაობაზე დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.

მუხლი 13. არაფორმალური განათლების აღიარება

13.1 არაფორმალურ პროფესიულ განათლებად ითვლება ცოდნა და უნარები, რომელიც პირმა მიიღო აღიარებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად;
13.2 არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებისა და შესაბამისი დარგის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ კომპეტენციებთან მისი შედარების გზით შესაძლებელია არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება;
13.3 საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს არაფორმალური გზით მიღებული პროფესიული განათლების აღიარების შეზღუდვებს, რომელიც ითვალისწინებს აღიარების დაუშვებლობას:
ა) პროფესიული განათლების IV და V საფეხურების ფარგლებში;
ბ) რეგულირებად პროფესიებში.
13.4 არაფორმალური აღიარებისთვის დაწესებულების დირექტორი ქმნის შესაბამის კომისიას/კომისიებს, რომელიც განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით;
13.5 ყოველი კონკრეტული აღიარების ფარგლებში დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურები, ვადები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და მათი განხილვის პროცედურები, გამოცდის ჩატარების თავისებურებები და სხვა საჭიროებები;
13.6 არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურებისა და წესის შესახებ ბრძანება ეყრდნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ არაფორმალური განათლების აღიარების წესებსა და პირობებს. ამ წესში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს დაინტერესებული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის უფლებამოსილება/ვალდებულება;
13.7 არაფორმალური განათლების აღიარების კომისიის წევრთა შორის გათვალისწინებულ უნდა იყვნენ:
ა) შესაბამისი დარგის დამსაქმებლის წარმომადგენელი;
ბ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი (დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი);
გ) შესაბამისი დარგის პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები, რომელიც არ გახლავთ ამ დაწესებულების მასწავლებელი;
დ) დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
13.8 არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურები უნდა მოიცავდეს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, დოკუმენტაციების შესაბამისობის შემოწმება; გამოცდის ორგანიზება, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების ჩათვლა-აღიარება, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
13.9 გადაწყვეტიელბის მიმღები არის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია არაფორმალური განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
13.10 არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოიცავს:
ა) დაწესებულების დასახელებას;
ბ) განმცხადებლის ვინაობას;
გ) გადაწყვეტილების მიღების თარიღსა და ადგილს;
დ) არაფორმალური განათლების აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის თაობაზე, პროფესიული განათლების რომელ საფეხურს ან მის ნაწილს შეესაბამება განმცხადებლის კომპეტენციები, ხოლო არაფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში – მითითებას შესაბამისი კომპეტენციების არარსებობის შესახებ, და შესაბამის დასაბუთებას;
ე) ცალკეული კომპონენტების შეფასებებს;
ვ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადას.
13.11 განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს;
13.12 გადაწყვეტილებას ხელს აწერს დაწესებულების დირექტორი და წარედგინება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მიზნით.

თავი მეოთხე
საგანმანათლებლო პროგრამები

მუხლი 14. ზოგადი დებულებები
14.1 დაწესებულება ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
14.2 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შემუშავდეს პროფესიული სტანდარტის საფუძველზე, საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით;
14.3 დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისთვის დირექტორის ბრძანებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის პროექტს წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;
14.4 თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განისაზღვრება ამ პროგრამაზე სწავლების ენა, პროგრამის მიზნები და შედეგები, პროგრამის მოცულობა, განმახორციელებელი პერსონალი, მატერიალური რესურსი, დაშვების წინაპირობა, პროფესიული სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა და სხვა;
14.5 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განუყოფელი ნაწილია პროგრამით განსაზღვრული სასწავლო კურსების სილაბუსები/მოდულები;

მუხლი 15. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა ან გაუქმება

15.1 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების გაუქმების, შეცვლის, მილევად რეჟიმში გადაყვანის შემთხვევაში დაწესებულება უზრუნველყოფს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის გაგრძელებას ამავე პროგრამის მილევად რეჯიმში ან/და დაწესებულებაში არსებულ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სხვა დაწესებულებაში სწავლის, მობილობით გაგრძელების ხელშეწყობით;
15.2 პროფესიული პროგრამის შეცვლის შემთხვევაში, კოლეჯი უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტისათვის შესაბამისობების განსაზღვრას არსებული პროგრამის ფარგლებში გავლილი და ახალი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსებს/მოდულებს შორის, ასევე საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული სტუდენტისთვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შესახებ;
15.3 პროფესიულ სტუდენტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში მოხდება უკვე გავლილი სასწავლო კურსის/მოდულის აღიარება;
15.4 შეცვლილი საგანმანათლებლო პროგრამისთვის პროფესიულ სტუდენტთან შეთანხმებით დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
15.5 დამატებით ინდივიდუალური გეგმით სწავლებისას პროფესიული სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს;
15.6 პროფესიული პროგრამის განხორციელების შეწყვეტის შემთხვევისათვის, დაწესებულება უზრუნველყოფს მსგავსი სახის პროგრამის განმახორციელებელ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმებებს, პროგრამების თავსებადობის დადგენისა და იმ დაწესებულებაში მობილობით გამარტივებულად უზრუნველყოფის შესახებ.

თავი მეხუთე
დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და სხვა

მუხლი 16. ზოგადი დებულებები
16.1 დაწესებულების საქმიანობის შეცვლა, გარდაქმნა ან შეწყვეტა, აგრეთვე სხვაგვარი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება დამფუძნებლის გადაწყვეტილებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით;
16.2 დაწესებულების საქმიანობის შეცვლის, გარდაქმნის ან შეწყვეტის, დაწესებულების ლიკვიდირების უფლებამონაცვლის გარეშე, ან დაწესებულებისთვის ავტორიზაციის დაკარგვის, ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეწყვეტა–გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დაწესებულებაში არსებული პროფესიული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა არ დააზარალოს მათი ინტერესი;
16.3 დაწესებულების დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება დამფუძნებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე დირექტორის ბრძანებით.