logo

კოლეჯის წესდება

თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1 ა(ა) იპ -პროფესიული კოლეჯი ,,ფერმერთა სკოლა“ (შემდგომში პროფესიული კოლეჯი) წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ,,პროფესიული განათლების შესახებ“ კანონისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2 პროფესიული კოლეჯის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.3 პროფესიული კოლეჯის იურიდიული მისამართი და ადგილსამყოფელია: საქართველო, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა, (ს .კ N 55.13.51.255; მესაკუთრის -საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობა N 02 / 716; 05.05.2015წ.)
1.4 პროფესიულ კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
1.5 პროფესიული კოლეჯის ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

მუხლი 2. პროფესიული კოლეჯის მიზნები და ამოცანები

2.1 პროფესიული კოლეჯის მიზანია:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან ახლავს დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემა.
2.2 ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად პროფესიული კოლეჯი:
ა) უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით:
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმოო პარტნიორობას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სრუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
ე) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი II. წევრობა. დამფუძნებელი
მუხლი 3. წევრობა

პროფესიული კოლეჯი არ არის წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირი.

მუხლი 4. პროფესიული კოლეჯის დამფუძნებელი

პროფესიული კოლეჯის დამფუძნებელია ა(ა) იპ -,,საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი,, ლაზარე ‘’( რეგისტრირებული 29.09. 2000 წელს, ს / კ N 204418184, იურიდიული მისამართი ქ. თბილისი, შავთელის ქუჩა N 5/7 , ელ.ფოსტა : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.;), რომელსაც წარმოადგენს ფონდის მენეჯერი ( დირექტორი).

თავი III . პროფესიული კოლეჯის მართვა
მუხლი 5. პროფესიული კოლეჯის მართვის ორგანო და სტრუქტურა

პროფესიული კოლეჯის მართვის ორგანოა პროფესიული კოლეჯის დირექტორი.

მუხლი 6. პროფესიული კოლეჯის დირექტორი

6.1 პროფესიული კოლეჯის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს ა(ა) იპ -,,საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი,, ლაზარე ‘’-ს მენეჯერი (დირექტორი).
6.2 პროფესიული კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე , რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
6.3 დირექტორის არყოფნისას მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.

მუხლი7. პროფესიული კოლეჯის დირექტორის ფუნქციები .

ა) ახორციელებს პროფესიული კოლეჯის მართვას;
ბ) წარმოადგენს პროფესიულ კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობისას;
გ) დამფუძნებელს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული კოლეჯის შინაგანაწესს, ბიუჯეტს და საშტატო განრიგს;
დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამისილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათტან შრომითი ხელშეკრულება;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამისილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს -ბრძანებას;
ვ) არა უგვიანეს 31 დეკემბრისა აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს დამფუძნებელს პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო, ფინანსური და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
ზ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საჭიროა დამფუძნებლის თანხმობა.
თ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიულ კოლეჯში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესს.
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III. პროფესიული კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები და კონტროლი

მუხლი 8. პროფესიული კოლეჯის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება

8.1 დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად პროფესიულ კოლეჯს დამფუძნებლის მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი მოქმედი კანინმდებლობით დადგენილი წესით.
8.2 პროფესიული კოლეჯი ვალდებულია წარადგინოს ბალანსი დამფუძნებელთან. პროფესიული კოლეჯის ბალანსს ამოწმებს დამფუძნებლის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 9. საქმიანობისა და საფინანსო კონტროლი

9.1 პროფესიული კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლს ახორციელებს დამფუძნებელი.

9.2 დამფუძნებლის თანხმობას საჭიროებს პროფესიული კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა ; შემოსავლების მიღება; პროფესიული კოლეჯის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისება;
ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ 1) შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები პროფესიული კოლეჯის ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩველებრივი საქმიანობის ფარგლებს.
9. 3 დამფუძნებელი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს პროფესიული კოლეჯის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

მუხლი10. პროფესიული კოლეჯის დაფინანსება

10.1 პროფესიული კოლეჯის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს :
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები:
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. პროფესიული კოლეჯის ყველა შემოსავლები და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში.
10.2 პროფესიული კოლეჯის სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დასგენილი წესით და მთლიანად ხმარდება პროფესიული კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. პროფესიული კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისთვის აკრძალულია.

თავი IV . პროფესიული კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 11. პროფესიული კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

11.1 პროფესიული კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს დამფუძნებელი .
11.2 ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 12. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი.

პროფესიული კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დამფუძნებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა(ა) იპ -,,საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი,, ლაზარე ‘’ (ს / კ N 204418184) -წარმომადგენელი რეზო შარაბიძე ( დაბადებული 05.08. 1979 წ., მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი , ლორთქიფანიძის ქუჩა N22 , ბინა N9 , პირადი ნომერი N18001003972)- ფონდის მენეჯერი (დირექტორი).