logo

პროფესიული პროგრამების განხორციელების და მასზე პირთა ჩარიცხვის ზოგადი წესი

 

1. ეს წესი ადგენს პროფესიული პროგრამების განხორციელების თავისებურებებსა და ამ პროგრამებზე მსურველთა ჩარიცხვის წესს და პირობებს;
2. დაწესებულება პროგრამის/პროგრამების გამოცხადებისას და პირთა პროგრამაზე/პროგრამებზე ჩარიცხვის დროს ხემძღვანელობს ამ წესით და დაწესებულების დირექტორი მასზე დაყრდნობით გამოსცემს შესაბამის ბრძანებას/ბრძანებებს;
3. პროფესიული პროგრამის განხორციელებამდე დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება პროფესიულ პროგრამაზე მიღებისა და მასზე პირთა ჩარიცხვის წესი და პროცედურები;
4. პროფესიული პროგრამების განხორციელება უნდა დაიგეგმოს პროფესიის თავისებურებიდან გამომდინარე (აგრარულ სფეროში არსებული პროფესიები), რაც გულისხმობს პრაქტიკული სასწავლო პროცესის გაზაფხულის პერიოდში განხორციელებას, ხოლო მანამდე, ზამთრის მეორე ნახევარში თეორიული კომპონენტის დაგეგმვას;
5. პროფესიული პროგრამის განხორციელების დაწყებამდე კურიკულუმის საფუძველზე შემუშავდება ,,სასწავლო კალენდარი’’, რომელშიც განისაზღვრება ინფორმაცია სასწავლო კურსთა სწავლების პერიოდისა და მათთვის გამოყოფილი საკონტაქტო საათების  განაწილების შესახებ.  ,,სასწავლო კალენდრის’’ შედგენისას სასწავლო პროცესი  გათვალისწინებულ უნდა იქნეს ეგრეთწოდებული კურაციული სისტემით;
6. პროფესიულ პროგრამაზე/პროგრამებზე მიღების გამოცხადებამდე დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობის მიზნით დაწესებულებაში ჩატარდება ,,ღია კარის’’ დღე/დღეები, რომლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული დაწესებულების ვებ-გვერდზე;
7.  პროფესიულ პროგრამაზე მიღების შესახებ დირექტორის ბრძანებაში განსაზღვრული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
ა) პროფესიული პროგრამის დასახელება;
ბ) პროფესიული პროგრამის სწავლების ხანგრძლივობა;
გ) პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, მათი წარმოდგენის ვადები და ადგილმდებარეობა (დოკუმენტების ელექტრონულად მიღების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურები);
დ) პროფესიულ პროგრამაზე სწავლის საფასურის შესახებ ინფორმაცია;
ე) ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვისა და შედეგების გამოცხადების ვადა/პერიოდი,  შედეგების ხელმისაწვდომობის მექანიზმი;
ვ) დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია და საკონტაქტო პირის სახელი, გვარი;
8. დაინტერესებულ პირს ვისაც სურს პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
               
               ა) ერთი ფოტოსურათი;
               ბ) განცხადება;
               გ) საბაზო/საშუალო ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
               დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
               ე)  საჭიროებისამებრ სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
9. არასრულწლოვან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან (ქმედუუნარო) დაკავშირების წარმოება მიმდინარეობს მათ კანონიერ წარმომადგენელთან/მეურვესთან;
10. დაწესებულებაში პირთა ჩარიცხვის პროცედურების გავლის შემდეგ გამოიცემა დირექტორის ბრძანება თანდართული ნუსხით, რომელშიც განსაზღვრული იქნება ჩარიცხულ პირთა ვინაობა - სახელი, გვარი და პირადი ნომერი.