logo

სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა და მობილობა

პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება

პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება ნიშნავს პროფესიული სტუდენტისგან დროებით (მაქსიმუმ 2 წელი) სწავლის შეჩერებას. სტატუსის აღდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რისთვისაც პროფესიულმა სტუდენტმა კოლეჯს განცხადებით უნდა მომართოს. სწავლას გააგრძელებს იმ ეტაპიდან საიდანაც სტატუსი შეუჩერდა.
პროფესიულს სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ავადმყოფობა;
ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა;
გ) პროფესიული სტუდენტის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება;
დ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
ე) პირადი, წერილობითი განცხადება;
ვ) პროფესიული სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე სასწავლო კურსში უარყოფითი შეფასება;
ზ) პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები;

პირი, რომელსაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული, თუ მოითხოვს პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას, დაწესებულება უზრუნველყოფს მის მიწოდებას მოთხოვნიდან სამ სამუშაო დღეში.

პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ნიშნავს პროფესიული სტუდენტის პროგრამაზე სწავლის შეწყვეტას. პირს, რომელსაც შეუწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და მოითხოვს პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას, კოლეჯი მიაწვდის მოთხოვნიდან სამ სამუშაო დღეში. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება შესაძლებელია სტატუსის აღდგენისთვის დადგენილი წესით

პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
ბ) შეჩერებული სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტის ვადის დადგომა;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და უფლებამოსილი პირის მიერ პროფესიული სტუდენტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა;
დ) გარდაცვალება.

მობილობა

მობილობა ეს არის პროფესიული სტუდენტის ერთი პროგრამიდან მეორე პროგრამაზე გადასვლის პროცესი, რაც გულისხმობს ერთი ჩვენი კოლეჯის ერთი პროგრამიდან (შიდა მობილობა) ჩვენივე კოლეჯის მეორე პროგრამაზე ან სხვა დაწესებულებიდან (გარე მობილობა) ჩვენს კოლეჯში გადმოსვლას. ასეთ დროს პროფესიული სტუდენტი სარგებლობს მობილობის უფლებით.
მობილობა დასაშვებია მხოლოდ ერთი და იმავე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის. მაგალითად: თუ პირი სწავლობს მესამე საფეხურის პროგრამაზე მას გადასვლა შეუძლია მხოლოდ მესამე საფეხურის პროგრამაზე.

სხვა კოლეჯიდან გადმომსვლელთათვის კოლეჯის ვებ-გვერდზე და შენობაში განათავსებს ინფორმაციას მობილობის პერიოდის, ვადების, წარმოსადგენი დოკუმენტების და სხვა პირობების შესახებ.
ჩვენ პროფესიულ სტუდენტს მობილობით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს, რისთვისაც მან დაწესებულებას უნდა მომართოს განცხადებით. კოლეჯი ხელს შეუწყობს და პროფესიულ სტუდენტს ყველა საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს.