logo

შინაგანაწესი

1. ზოგადი დებულებები
1.1. პროფესიული კოლეჯის „ფერმერთა სკოლის“ (შემდგომში“დაწესებულება”) შინაგანაწესი განსაზღვრავს დაწესებულებისა და პერსონალის უფლება-მოვალეობებს, დაწესებულების სამუშაო განრიგს, დისციპლინარული გადაცდომის შედეგებს, წახალისების ფორმებს;
1.2. შინაგანაწესი დაწესებულების შიდა მოხმარების დოკუმენტია და მასში მოცემული ინფორმაცია არ არის განკუთვნილი უცხო პირთათვის;
1.3. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა იმ პირთათვის, რომლებიც სწავლობენ, ან დასაქმებული არიან პროფესიულ კოლეჯში „ფერმერთა სკოლა“;
1.4. დაწესებულება ვალდებულია ეს შინაგანაწესი ხელმისაწვდომი გახადოს დაწესებულების ყველა წევრისთვის. დაწესებულების წევრი არის დაწესებულებაში დასაქმებული, პროფესიული სტუდენტი, მსმენელი და თავისუფალი მსმენელი;
1.5. დაწესებულება წევრებთან თავის უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისას ხელმძღვანელობსპროფესიული კოლეჯის „ფერმერთა სკოლის“წესდებით, დებულებით, დირექტორის ბრძანებებით, ეთიკის კოდექსითდა დაწესებულების სხვა სამართლებრივი აქტებით;
1.6. დაწესებულებაში შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმების დაცვით მიმდინარეობს საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით:
ა) შრომითი ხელშეკრულების/მომსახურების დადება/მოშლა/შეწყვეტა/შეჩერება;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა, თავისუფალ მსმენელთა რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო განრიგის განსაზღვრა;
გ) გარკვეული ან/და დროებითი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო პერსონალთა რაოდენობის განსაზღვრა და მათთან სათანადო ხელშეკრულების/ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) შრომითი/მომსახურების ხელშეკრულებით/ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე მონიტორინგი;
ე) მოტივაციის სისტემის დანერგვა წარმატებულად შესრულებული სამუშაოსთვის;
ვ) დისციპლინურიგადაცდომის გამოვლენა, დისციპლინური სასჯელის განსაზღვრა, მათ შორის შრომითი დისციპლინისა და შინაგანაწესის დარღვევისას, სამუშაოს უხარისხოდ, ან არაკომპეტენტურად შესრულებისთვის და სხვა;
ზ) დაწესებულების წევრების მიერ ამავე დაწესებულებისსამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესების დაცვის მონიტორიგნი;
1.7დაწესებულება ვალდებულია:
ა) შრომითი/მომსახურების ხელშეკრულების შედგენის დროს დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) დაიცვას დაწესებულების წევრთა - დასაქმებულების, პროფესიული სტუდენტების, მსმენელების, თავისუფალი მსმენელების უფლებები;
გ)შრომითი/მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებამდე, პოტენციურ დასაქმებულს გააცნოს დაწესებულების სამართლებრივი აქტები, მათ შორის ეს დოკუმენტი;
დ) შექმნას სათანადო სამუშაო, სასწავლოგარემო და პირობები;
ე) შეიმუშაოს დაწესებულებაში დასაქმებულთა სოციალური და პროფესიული განვითარების გეგმა;
ვ) მიიღოს სათანადო ზომები, რათა დაწესებულების ყველა წევრმა მიიღოს მონაწილეობა დაწესებულების წინსვლასა და განვითარებაში;
ზ) უზრუნველყოს დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების დროულად გადახდა;
თ) ყურადღებითა და პატივისცემით მოექცეს დაწესებულების წევრთაინიციატივებსა და წინადადებებს;
ი)დროულად განიხილოს დაწესებულების წევრთა კრიტიკული შენიშვნები, წინადადებები და შეტყობინებები.

2. დაწესებულების სამუშაო განრიგი

2.1დაწესებულებაში ადმინისტრაციული, სასწავლო პერსონალისა და ბიბლიოთეკარის სამუშაო დღეების რაოდენობაა კვირაში 6 დღე: 10:00 სთ-დან 16:00-მდე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ხოლო დამხამარე პერსონალის სამუსაო დღეებია ხუთი დღე: 10:00 სთ-დან 18:00 სთ მდე. სასწავლო პერსონალის სამუსაო დღეებია გრაფიკები შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალურად და მოიცავდეს ორ ცვლაში მუსაობას, თუმცა კვირეული დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს.
2.2 შესვენება განისაზღვრება მცოცავი გრაფიკით; კვირა დასვენების დღეა;
2.3 ბიბლიოთეკა კვირის გარდა მუსაობს ყოველდღე შესვენების გარეშე, ორსაბათისდან პარასკევის ცატვლით დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
2.4 დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ცვლაში მუშაობის წესი და პირობები, რომელიც დაეყრდნობნა შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს.
2.2 ბიბლიოთეკა კვირის გარდამუშაობს ყოველდღე, შესვენების გარეშე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
2.3 დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ტარდება სასწავლოგეგმის/კალენდრის მიხედვით, კვირადღისა და უქმე დღეების გათვალისწინებით;
2.4 დაწესებულების სასწავლო პროცესი - ერთი გაკვეთილი მოიცავს 60 წუთს;
2.5 სასწავლო კალენდარი განთავსებულია ვებ-გვერდზე, რაც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას.

3. პერსონალის კატეგორიები და შრომითი ურთიერთობები

3.1. დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, დაწესებულებაში არის ადმინისტრაციული, დამხმარე და სასწავლო პერსონალი;
3.2. დაწესებულების პერსონალთან ფორმდება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვით შესაბამისი პირობები.

4. დაწესებულებისპერსონალის უფლებები და მოვალეობები

4.1 დაწესებულების პერსონალის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით,დაწესებულების დებულებით, ეთიკის კოდექსით, შინაგანაწესითა და პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით;
4.2 დაწესებულების პერსონალს უფლება აქვს:
ა) დაიცვას თავისი პროფესიული ღირსება;
ბ) მიიღოს ინფორმაცია, გაეცნოს დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება მის უფლებებსა და ინტერესებს;
გ) ისარგებლოს დაწესებულების ქონებით: ბიბლიოთეკით, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
დ) შეარჩიოს სამუშაოს შესრულების მეთოდები და საშუალებები, რომლებიც ემსახურება დაწესებულების მიზნების მაღალი ხარისხითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შესრულებას;
ე) მოითხოვოს ადმინისტრაციისაგან მისი პიროვნული და ქონებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება;
ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და დროულად მიიღოს შრომითი ანაზღაურება;
ზ) ისარგებლოს დაწესებულების პერსონალისთვის განკუთვნილი შეღავათებით;
თ) ისარგებლოს სხვა უფლებებით, რომლებიც დაწესებულების მიერ დადგენილ დისციპლინარულ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება;
4.3 დაწესებულების პერსონალი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად, დროულად და კვალიფიციურად გაუძღვეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
ბ) იმოქმედოს თანამდებობრივი ინსტრუქციების ფარგლებში;
გ) შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები;
დ) მოითხოვოს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება;
ე) დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე;
ვ) დაემორჩილოს დაწესებულების შინაგანაწესს, მეცადინეობის განრიგს, დირექტორის ბრძანებებს, ეთიკის კოდექსს, სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს;
ზ) დაიცვას წესრიგი;
თ) დაიცვას სხვა პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები;
ი) დაემორჩილოს სხვა პირების სამართლიან მოთხოვნებს, შენიშვნებს, მითითებებს;
კ) პროფესიული წარმატების მისაღწევად ისარგებლოს კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპით;
ლ) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას;
მ) თავისი ქმედებით არ შებღალოს დაწესებულების რეპუტაცია;

5. შრომის ანაზღაურება

5.1. დაწესებულების ადმინისტრაციის პერსონალს, გარდა სასწავლო პერსონალისა, ხელფასი უნაზღაურდება 12 თვის განმავლობაში, ყოველი თვის 20-დან 25 რიცხვის პერიოდში, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.
5.2. მასწავლებლების ანაზღაურება განსაზღვრულია შრომით ხელშეკრულებაში ან/და მის დანართში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, თითოეულთან ინდივიდუალურად, ანგარიშსწორება ხდება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.
5.3. ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშვება 11 თვის მუშაობის შემდეგ, ანაზღაურების გარეშე შვებულების მოთხოვნის უფლება პირს აქვს ნებისმიერ დროს ორი კვირით ადრე წერილობითი განცხადებით მომართვის საფუძველზე.
5.4. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
5.5. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს ორი კვირით ადრე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.
5.6. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
5.7. შრომით ურთიერთობაში შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები მხარეთა შორის რეგულირდება შრომის კანონმდებლობით.

6. დისციპლინური პასუხისმგებლობა

6.1 დისციპლინური პასუხისმგებლობა წარმოადგენს სამართლებრივად დამდგარ შედეგს და პასუხისმგებლობას, რომელიც გამოიყენება დაწესებულების როგორც პერსონალის, ასევე პროფესიული სტუდენტის, მსმენელის, თავისუფალი მსმენელის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში;
6.2 დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია დაწესებულების სამართლებრივი აქტებით, დებულებებით, დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა;
6.3 დისციპლინური პასუხისმგებლობის განხილვას ექვემდებარება გადაცდომები, რომლებიც ჩადენილია დაწესებულების ტერიტორიაზე, აგრეთვე, დაწესებულების მიერ, ან მისი მონაწილეობით ორგანიზებულ ღონისძიებებზე დაწესებულების გარეთ;
6.4 დისციპლინური პასუხისმგებლობის წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს დაწესებულებისპერსონალის, პროფესიული სტუდენტის, გარეშე პირის, მსმენელის, თავისუფალი მსმენელის, სახელმწიფო სტრუქტურის ან დაწესებულების მმართველი ორგანოს მოხსენებითი ბარათი;
6.5 დაწესებულების ტერიტორიაზე დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში დირექციასუფლება აქვს, მიიღოს საჭირო ზომები დამრღვევი პირის მიმართ, ხოლო თუ ქმედება
6.6 შეიცავს ადმინისტრაციული დარღვევისა და დანაშაულის ნიშნებს, გამოიძახოს საპატრულო პოლიცია შესაბამისი რეაგირებისათვის;
6.7 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაზღვრულია მოსაწევი ადგილი, შესაბამისად, ამ ადგილის გარდა დაწესებულებაში სხვა ტერიტორიებზე მოწევა აკრძალულია;
6.8 დაწესებულებაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აკრძალულია მობილურის გამოყენება, დაწესებულების წევრებისათვის, გარდა ადმინისტრაციის პერსონალისა;
6.9 დისციპლინური პასუხისმგებლობის განხილვა წარმოებს გადაცდომასთან დაკავშირებულ ყველა გარემოების სრული შესწავლის საფუძველზე;
6.10 ყოველი დისციპლინური დარღვევა განხილული იქნება ინდივიდუალურად, შესაბამისად, დირექტორი გადაწყვეტილებას მიიღებს სირთულის, სიმძიმისა და დისციპლინური გადაცდომის შედეგის გათვალისწინებით;
6.11 დისციპლინური პასუხისმგებლობის განხილვის დაწყებამდე პირს ეძლევა შესაძლებლობა:
ა)გაეცნოს ბრალდებას;
ბ) მისცეს ახსნა-განმარტება;
გ) მოითხოვოს სხვა პირების ახსნა-განმარტების მოსმენა;
დ) თავი იმართლოს, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და შეფასებები;
ე) წარადგინოს დოკუმენტები, სხვა მტკიცებულებები;
ვ) მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს დირექტორს დისციპლინური
გადაწყვეტილების გაუქმების/შეცვლის მოთხოვნით.
6.12 დაწესებულების პერსონალს შეიძლება დაეკისროს შემდეგი სახის სასჯელი:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა;
დ) ზიანის ანაზღაურება;
ე) ხელფასის ოდენობიდან თანხის დაქვითვა;
6.13 საყვედურის მიღების შემდეგ განმეორებით ჩადენილი იმავე გადაცდომისთვის, დაწესებულების პერსონალთან ავტომატურად წყდება შრომითი ხელშეკრულება;
6.14 დაწესებულებისპროფესიულ სტუდენტს, მსმენელს, თავისუფალ მსმენელს შეიძლება დაეკისროს შემდეგი სახის დისციპლინური სასჯელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
დ) მატერიალური პასუხისმგებლობა;
ე)სასწავლო პროცესში ჩართულობისგან მსმენელის, თავისუფალი მსმენელის
გათავისუფლება;
6.15 საყვედურის მიღების შემდეგ განმეორებით ჩადენილი იმავე გადაცდომისთვის, პროფესიულ სტუდენტს ავტომატურად შეუჩერდება სტატუსი, რაზეც დაწესებულება წინასწარ გააფრთხილებს;
6.16 დისციპლინური პასუხისმგებლობის შერჩევის საკითხს, სასჯელის გამოყენების, ან დისციპლინური განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი ან დირექტორის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.

7. პერსონალის წახალისება

7.1 პერსონალი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს დაწესებულების საქმიანობაში, მათ შორის დაწესებულების სახელით მოიპოვებს ჯილდოსა თუ შექებას წახალისდება სხვადასხვა ფორმით;
7.2 წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი დასაბუთებული ინფორმაციის საფუძველზე;
7.3 წახალისების ფორმებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) ხელფასის დანამატით გაცემა;
დ) ხელფასის ოდენობის მომატება;
ე) ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა.

8.პროფესიული სტუდენტის წახალისება

8.1 პროფესიული სტუდენტი წარჩინებული სწავლის, დაწესებულების საქმიანობაში მიღწეული წარმატებისა ან/და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის, წახალისდება შემდეგი ფორმით:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) სტიპენდიის დანიშვნა;
დ) ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა;
8.2 წარჩინებულ სწავლებად ითვლება: თუ პროფესიული პროგრამის განმავლობაში პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილ ყველა სასწავლო კურსში/მოდულში მიღებული შეფასება 91%-ზე მეტია;
8.3 სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.

9. დასკვნითი დებულება

9.1 შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე.