logo

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი პრინციპები

  1. ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლის“ (შემდგომში - „დაწესებულება“),მიზნების რეალიზაციისა და დაწესებულების საქმიანობის განვითარებისთვის ინერგება ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, რომლის მიზანია დაწესებულების საქმიანობის მრავალმხრივი შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების დასახვა და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
  2. ხარისხის  უზრუნველყოფა  ხორციელდება  დადგენილი  პროფესიულ  სტანდარტებთან  საგანმანათლებლო  პროგრამების, სილაბუსების/მოდულის, სასწავლოპროცესის, მასწავლებლის, მატერიალურ-ტექნიკურბაზის, ადამიანურირესურსების, ადმინისტრაციის ფუნქციონირების, ხარისხის  სისტემატური  შეფასების  გზით.
  3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტურად განხორციელების მიზნით დაწესებულება შეიმუშავებს შეფასების  ფორმებს, რომელიც ცვალებადი და განვითარებადია, შესაბამისად დირექტორის ბრძანების საფუძველზე მტკიცდება  ყოველწლიურად ახალი სტანდარტით;
  4. ამ მექანიზმების დანერგავსა და აღსრულებას უზრუნველყოფს დაწესებულების ხარისხიის უზრუნველყოფის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია მიმდინარე პროცესების ობიექტურად წარმართვაზე;
  5. სასწავლო  პროცესის  შეფასება  არ  გულისხმობს  სასწავლო  პროცესის  კონტროლს. მეცადინეობების   ჩატარებისა  თუ  გაცდენის  აღრიცხვა  არ  წარმოადგენს  ხარისხის  უზრუნველყოფის  სისტემის მოვალეობას, არამედ გულისხმობს მის შინაარსობრივად შეფასებას სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  6. დაწესებულების საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში თითოეული სასწავლო კურსის შეფასება;

ბ) პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი მასწავლებლის/მასწავლებელთა შეფასება;

გ) პროფესიული სტუდენტების მიერ დაწესებულებაში არსებული კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო მიზნებისათვის გამოსაყენებლი მატერიალური რესურსის მიმართ კმაყოფილების დადგენა;

დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის მობილიზება და ანალიზი, შედეგად პრობლემების იდენტიფიცირება;

ე) ამ პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის განხორციელების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმავითარებელი აქტივობების განსაზღვრა-დაგეგმვა;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის განხორციელების შედეგად განსაზღვრული აქტივობების შესრულება.

  1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების  შეფასება  ხდება  პროფესიულ  სტუდენტთა, პროფესიული  განათლების  მასწავლებელთა  გამოკითხვით  შესაბამისი კითხვარების შევსების გზით;
  2. დაწესებულების საქმიანობის განვითარებისთვის იგეგმება ადმინისტრაციის პერსონალის შეფასება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიული სტუდენტები, ასევე დაწესებულების სხვა წევრებიც;
  3. კითხვარების შევსება კონფიდენციალურია, რათა შეძლებისდაგვარად გარანტირებული იყოს ობიექტურობა;
  4.  ეს დოკუმენტი გახლავთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი პრინციპები, რომლის საფუძველზე დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი შეიმუშავებს და გაწერს კონკრეტულ გეგმას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დაწყებიდან ორი კვირით ადრე, რომელსაც წარმოადგენს დირექტორის წინაშე დასამტკიცებლად;
  5.  ამ დოკუმენტში ცვლილებები და დამატებები შესაძლებელია დირექტორის ბრძანების საფუძველზე