logo

პროექტები

ისრაელის საელჩოს გრანტი

2016 წლის 20 აპრილს, ისრაელის საელჩომ და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მაშავის ცენტრმა, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარესპროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლას“ განვითარებისა და გაფართოებისთვის გამოუყო გრანტი, რომელიც ითვალისწინებდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, „ფერმერთა სკოლის“ მომავალი პროგრამის - „მეხილის“  განხორციელებისთვის პრაქტიკული სწავლების ბაზის შექმნას. ამისათვის დაიგეგმა მიწის ნაკვეთის შეძენა, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟი და  ხეხილის ბაღის გაშენება. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით 2016 წლის 18 მარტს,  ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი ეწვია ფერმერთა სკოლას, მან დაათვალიერა სასწავლო სივრცე, მოისმინა კოლეჯის დირექტორის ხედვა სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით. სკოლას საჩუქრად გადასცა წიგნები ისრაელზე და კოლექტივს წარმატებები უსურვა პროექტის განხორციელებასა და პროფესიულ საქმიანობაში.

პროექტი დასრულდა 2017 წლის 12 თებერვალს, რომლის შედეგად სოფელ ნინოწმინდაში 2 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდა ვაშლის, მსხლის, ნუშის, ბლის, ალუბლის, ატმის, ქლიავისა და სხვა ხეხილის კოლექცია. 

DSC 1876

DSC 1751

DSC 1901

DSC 1951

Picture 117

 

 17309664 1318916351509495 5564506208521825232 n

 

17309746 1318950084839455 2649260609121251847 n

Picture 010

Picture 115

Picture 001

 

HEKS EPER-ის გრანტი

2016 წელს შვეიცარიის  ფონდმა HEKS EPER -მა „ფერმერთა სკოლის“ განვითარებისთვის გამოყო გრანტი, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობაში  ცოდნის გაღრმავების და სამეწარმეო უნარების გავრცელების ხელშეწყობა. პროექტის თანახმად ჩამოყალიბდა „ფერმერთა სკოლის“ ფილიალი სოფელ სართიჭალაში, სადაც უფასოდ ისწავლება შემდეგი  სპეციალობები: ფერმერი, მეხილე, მეფუტკრე, მებოსტნე და მეცხოველე. სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულია სხვადასხვა ასაკის და ეროვნების ადამიანი.

სასწავლო პროგრამები შეადგინეს და სწავლის პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც მოწვეულნი არიან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან. სპეციალური საგნების გარდა, სასწავლო პროგრამაში შედის ტრენინგები ფერმის მართვასა და მარკეტინგში, რომლებიც წარმოდგენს  ბიზნესის წარმოების აუცილებელ პირობას.   დაგეგმილია სასწავლო ტურები ფერმებში და პრაქტიკები „ფერმერთა სკოლის“ ნაკვეთებში.

პროექტი ასევე დაეხმარება სტუდენტებს მიიღონ ინფორმაცია არსებულ ბაზარზე, გაუწიონ ორგანიზება და გაამარტივონ შეხვედრები ბაზრის მესვეურებთან(ბაზრებთან, ბითუმად მოვაჭრეებთან, გადამამუშავებელ საწარმოებთან).  კურსის დამთავრების შემდეგ, მეორე წლის განმავლობაში, ბენეფიციარებს, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ფერმა, ბაღი, ფუტკრის ოჯახები და ასევე, ვისაც ექნება შესაბამისი უნარები, რომ მართონ საკუთარი ბიზნესი, პროექტი დაეხმარება ბაზრის მოძიებაში, ბაზართან დაკავშირებასა და პროდუქტების გაყიდვაში.

 16683520 1024818294316550 1074177056 n

16923356 1032809740184072 1593339034 n

17618859 1510307962345067 351164678 n

17793240 1510315159011014 406759257 n

Picture 260

 Picture 345