logo

ფერმერთა სკოლის სტუდენტებმა ტიბაანში კომპანია ,,კავკასიის გენეტიკა“ მოინახულეს

2016 წლის 28 ოქტომბერს, სართიჭალის ფერმერთა სკოლის მეცხოველის სპეციალობის ბენეფიციარებმა, პროფესორ ბატონ ლევან თორთლაძის ხელმძღვანელობით კახეთში, სოფელ ტიბაანში, მოინახულეს კომპანია ,,კავკასიის გენეტიკა“, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებელს სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში.

მომავალი ფერმერები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, სერვისებს, ჯიშთა განახლების და სელექციის აუცილებლობას, ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობას, საჭირო დანადგარებს და ხელსაწყოებს; ასევე მოინახულეს სპეციალური ლაბორატორია და იზოლირებული სადგომი.