logo

HEKS_EPER-ის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ,,ფერმერთა სკოლაში"

2016 წლის 18 ივნისს, სოფელ ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას ’’ ეწვია შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER- ის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე ანგარიშის სახით დეტალურად იყო წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში გახორციელებული სხვადასხვა აქტივობები და მათი შედეგები.


HEKS-EPER-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ კოლეჯის მასწავლებლებს და სტუდენტებს. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტის შეფასება და მომდევნო 4 წლის განმავლობაში (2017-2020) ახალი სტრატეგიისა და რეგიონალური პროგრამების შემუშავება-დაგეგმვა.