logo

მეფუტკრეს სასერთიფიკატო კურსი 25 ბენეფიციარმა შეისწავლა

2016 წელს, პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ მეფუტკრის სასერთიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულმა (20-25 ბენეფიციარმა), საქართველოს საპატრიარქოს ფინანსური თანადგომით, შეისწავლა ფუტკრის მოშენება-მოვლისა და თაფლის წარმოების თანამედროვე მეთოდები; თეორიული კურსის მიხედვით გაეცნო მარკეტინგისა და მენეჯმენტის საფუძვლებსაც, რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნეს-უნარების ჩამოყალიბებას და მომავალში დაეხმარება მათ საკუთარი პროდუქცის წარმოება-რეალიზაციაში. ასევე, სწავლის პერიოდში ეწყობოდა სასწავლო ექსკურსიები დემო-ფერმებში.

პედაგოგის უშუალო ხელმძღვანელობით და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, პრაქტიკული გამოცდილებისთვის შეძენილ ფუტკრის ოჯახებზე ხდებოდა მუდმივი დაკვირვება,ასევე განხორციელდა სკების სეზონური გადაადგილება კვებისათვის, რაც  ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა თაფლის წარმოებისთვის,  შედეგად მომავალმა მეფუტკრეებმა თაფლის დიდი მოსავალი აიღეს.