logo

,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტებს სასათბურე ბოსტნეულის წარმოებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2017 წლის 29 მაისიდან 9 ივნისის  ჩათვლით, ქალაქ  რუსთავში, ნინოწმინდის  პროფესიულ  კოლეჯფერმერთა სკოლისდა სართიჭალის  ფილიალის  სტუდენტებმა  გაიარეს  ტრენინგი თემაზე: „სასათბურე  ბოსტნეულის წარმოება“, რომელიც ჩინურმა კომპანიაჰუნანმადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა.

სასწავლო კურსის მიზანი იყო  ფერმერებისთვის,  აგრარული  მიმართულების  სტუდენტებისთვის  და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე  ტექნოლოგიების, მზის სათბურების  მშენებლობისა და მისი მართვის საკითხების სწავლება .
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სიახლეებს, როგორც თეორიული,ასევე პრაქტიკული მიმართულებით, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ სასათბურე პირობებში მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებაში.

18921743 10212031871505268 8651991540932836112 n