logo

სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზა დაათვალიერეს

2017 წლის 21 ივლისს, ,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალის სტუდენტები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ერთწლოვანი კულტურების საკვლევ- სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე იმყოფებოდნენ.


სტუდენტები გაეცნენ ვირუსოლოგიის და ქსოვილის კულტურის (in vitro) ლაბორატორიის მუშაობას, დაათვალიერეს ბიო ნაკვეთები, სადაც საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულ-ბაღჩეულისა და ასევე სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშების წარმოება/გამოცდა მიმდინარეობს.

Picture 101

Picture 084

Picture 086