logo

,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალში ჩატარდა ლექცია ორგანული მიწათმოქმედების შესახებ

2017 წლის 10 ოქტომბერს, ,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ კონსულტანტმა ნუკრი მემარნიშვილმა ჩაატარა ლექცია ორგანული მიწათმოქმედების შესახებ. თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რა არის ბიოწარმოება; ბიოწარმოების ძირითადი პრინციპები და ამოცანები; მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდები მებოსტნეობაში, შერეული ნათესები; მცენარეთა დაცვის მეთოდები; მავნებლები, მათი რაოდენობის რეგულირების მეთოდები და საშუალებები ბიომეურნეობაში; სოკოვანი დაავადებების განვითარების პირობები, ამ დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები.

შეხვედრაზე ,,ელკანას“ წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა მიწათმოქმედებაში ქიმიზაციის საშიშროებაზე, პესტიციდებისა და მინერალური სასუქების გამოყენების მავნე ჩვევაზე, რამაც შესამჩნევად შეამცირა მიწის ნაყოფიერება (მაგ. ჰუმუსის წარმოქმნა), გააუარესა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვისებები, საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობას.

აგრეთვე  განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ნიადაგის ნაყოფიერება, ნიადაგში მობინადრე ორგანიზმები, ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერების ამაღლების მეთოდები, ბიოსასუქების (კომპოსტი, ვერმიკომპოსტი, ჭინჭრის ნაყენი და სხვ.) დამზადება.
ლექცია-სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მომავალმა ფერმერებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

23022281 1547815878619540 539079597 n

22906547 1547815888619539 1970100183 o