logo

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებთან

2017 წლის 16 ნოემბერს, ,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე ფონდ ,,ლაზარეს“ წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობისა შესახებ, გააცნეს სოფლის მეურნეობის პროექტი ,,ფერმერთა სკოლა”,რომლის ბაზაზეც 2016 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“,სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია სრულიად უფასოდ დაეუფლოს პროფესიულ პროგრამებს.

თავის მხრივ ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს ,რომ სოფლად პროდუქტიულობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარება, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ მეურნე-სუბიექტებს ჰქონდეთ კვალიფიციური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა.
შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ მომავალში აუცილებელია ერთობლივი თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში აგრარული სექტორის განვითარებას.

23718491 1933810433301080 723026938 n

23721917 1933810436634413 1907291664 n