logo

სასწავლო ექსკურსია კომპანია ,,კავკასიის გენეტიკაში“

2017 წლის 24 ნოემბერს, სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლის“ მეცხოველეს სპეციალობის სტუდენტებმა, პროფესორ ბატონ ლევან თორთლაძის ხელმძღვანელობით კახეთში, სოფელ ტიბაანში, კომპანია ,,კავკასიის გენეტიკა“ მონახულეს, რომელშიც გაერთიანებულნი არიან რძის სექტორის ექსპერტები, სელექციონერები და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები. “კავკასიის გენეტიკა” წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიმწოდებელს ცხოველთა სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში.


მომავალი ფერმერები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, სერვისებს, ჯიშთა განახლების და სელექციის აუცილებლობას, ხელოვნური განაყოფიერების თანამედროვე ტექნოლოგიებს და მის უპირატესობას, საჭირო დანადგარებსა და ხელსაწყოებს; დაათვალიერეს სპეციალური ლაბორატორია და ცხოველთა იზოლირებული სადგომი. ასევე, ტიბაანის საწარმოო ბაზაზე გაეცნენ ძროხის მერძეულ ჯიშებს: ჰოლშტინურს, აჰგლერულს, შვიცურსა და ჯერსიულს; მეხორცულს: აბერდინ- ანგის; თანამედროვე ღორის ჯიშებს: ლანდრასს და იორკშირს.

23960676 1207499976048380 650724984 o

24093647 1207499449381766 1851115606 o

24085142 1207499746048403 514850257 o

23960946 1207497566048621 1554632072 o