logo

მიღება ფერმერის სასერთიფიკატო პროგრამაზე

პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლის“ ფილიალი სართიჭალაში აგრძელებს მიღებას ფერმერის სასერთიფიკატო პროგრამაზე.
პროგრამაზე სწავლა უფასოა. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 11 თვეს.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 20 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ ჩასარიცხად საჭირო შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სასწავლო პროცესი დაიწყება 2018 წლის 22 იანვრიდან.
მისამართი:
სოფელი სართიჭალა, კულტურის სახლის შენობა, პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლის“ ფილიალი.
დამატებით ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
557 30 32 81; 595 11 49 84;