logo

,,ფერმერთა სკოლის“ ფილიალი აცხადებს მიღებას მებოსტნის სასერთიფიკატო პროგრამაზე

პროფესიულ კოლეჯი ,,ფერმერთა სკოლის“ ფილიალი სართიჭალაში აცხადებს მიღებას მებოსტნის სასერთიფიკატო პროგრამაზე. პროგრამაზე სწავლა უფასოა, სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.


დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 5 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ ჩასარიცხად საჭირო შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სასწავლო პროცესი დაიწყება 2018 წლის 13 აპრილიდან.