logo

,,ფერმერთა სკოლა“ სტუმრად მინსკის დღეებზე

2018 წლის 22 მარტს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. 
ფორუმის ფარგლებში, ქალაქ მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყო სექცია -,,თანამედროვე მინსკი და თბილისი“, რომელზეც სტუმრად მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ დაფუძნებული ,,ახალი პროფესიული კოლეჯი“ და ,,ფერმერთა სკოლა“. სექციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკა : თბილისისა და მინსკის ეკონომიკა, ტურიზმი, საკვები მრეწველობა (მათ შორის სოფლის მეურნეობის) და სხვა. 
,,ახალი პროფესიული კოლეჯისა “ და ,,ფერმერთა სკოლის “ წარმომადგენლებმა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროში ბელარუსი კოლეგებისგან საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. 
თბილისში მინსკის დღეები და საქართველო - ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში გაიმართა.
 
DSC 0123
 
DSC 0120
 
DSC 0105
 
DSC 0109
 
DSC 0133