logo

სასწავლო ექსკურსია წილკანში

2018 წლის 4 მაისს, ,,ფერმერთა სკოლის “სართიჭალის ფილიალის სტუდენტები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების წილკნის საკვლევ- სადემონსტრაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ. მომავალი ფერმერები  გაეცნენ  ბოსტნეულის მყნობის ახალ ტექნოლოგიას, რომელიც მნიშვნელოვანია ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის, რაც უშუალოდ მავნებელ დაავადებებთან ბრძოლაზე და პროდუქტიულობის ზრდაზე აისახება.
სტუდენტებს მიეცათ საშუალება თვითონ ჩაეტარებინათ მყნობის პროცედურა სხვადასხვა ბოსტნეულ კულტურაზე. მათ, ასევე  დაათვალიერეს ნაკვეთები, სადაც საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულ-ბაღჩეულისა და სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშების წარმოება/გამოცდა მიმდინარეობს.
 
Picture 1628
Picture 1648
 
Picture 1659
 
Picture 1676
 
Picture 1688
 
Picture 1696
 
Picture 1700