logo

,,ფერმერთა სკოლა“ აცხადებს მიღებას კენკროვანი კულტურების წარმოებაზე

პროფესიული კოლეჯი ,, ფერმერთა სკოლა“ აცხადებს მიღებას პროგრამაზე: კენკროვანი (უეკლო მაყვალი, ჟოლო) კულტურების წარმოება.
პროგრამაზე სწავლა უფასოა, რომლის ხანგრძლოვობა შეადგენს 10 თვეს. დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ ჩასარიცხად საჭირო შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (დაიწერება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სასწავლო პროცესი დაიწყება 2019 წლის 15 ოქტომბრიდან. მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ნინიწმინდა, პროფესიული კოლეჯი ,,ფერმერთა სკოლა“. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595 96 79 19: 599 07 99 57.