logo

  • კოლეჯი
  • FERmmm
  • Fskola

,,ფერმერთა სკოლა“ ახალი სასწავლო წლიდან პროფესიული მომზადების ორ პროგრამას განახორცილებს

2020 წლის 9 სექტემბერს, სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ -ა(ა)იპ პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრ „ფერმერთა სკოლას“ მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამები:  

1. ხეხილის სხვლა-ფორმირება;

2. ფუტკრის პროდუქტების მიღება.

ორივე პროგრამა შედგენილია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით და მოიცავს,როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
სწავლის შედეგების დადასტურების შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.