logo

  • კოლეჯი

საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსისთვის განაცხადების მიღება იწყება!
ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO Georgia),იწყებენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას ფინანსური მხარდაჭერის გზით. პროექტის მიზანია 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში, უთანასწორობის შემცირება მათი გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით. საქართველოში პროექტი ხორციელდება კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად, კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ:

 იურიდიულად რეგისტრირებულ, მოქმედ ბიზნეს ერთეულს, რომელიც ფუნქციონირებს როგორც სოციალური საწარმო ან აქვს სურვილი იმუშაოს სოციალური მეწარმეობის მიმართულებით კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში;
 ფიზიკურ პირს ან საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც აქვს სურვილი დარეგისტრირდეს, როგორც ბიზნეს ოპერატორი და განახორციელოს სოციალური მეწარმეობა კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. კონკურსში მონაწილე, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:
 საწარმოს მენეჯმენტს უნდა ახორციელებდნენ ახალგაზრდები;
 საწარმოში დასაქმებულთა უმეტესობა უნდა იყვნენ ახალგაზრდები;
 საწარმოს სოციალური მისია უნდა იყოს მიმართული ახალგაზრდების სოციალური პრობლემების მოგვარებაზე
პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60,000 (სამოცი ათასი) ევროსექვივალენტს ლარში, საიდანაც კონკურსში მონაწილეს მოეთხოვება მინიმუმ 35% თანხობრივი (ნაღდი ფული) თანამონაწილეობა. შემოთავაზებული პროექტის ბიუჯეტი და აქტივობები უნდა იყოს გათვლილი 2022 წლის 1 ივნისამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ კონკურში მონაწილეობა არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას.
შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა უნდა გაიგზავნოს 2020 წლის 10 ნოემბრამდე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 225-24-71 (Mercy Corps) ან 225-00-85 (ABCO Georgia) 
 
გრანტი