logo

  • კოლეჯი

პროფესიული მომზადების პროგრამა ჟოლოსა და უეკლო მაყვლის წარმოების შესახებ

2020 წლის 24 დეკემბერს, სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლას" მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა: ,,ჟოლოსა და უეკლო მაყვლის წარმოება".

პროგრამა შედგენილია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. სწავლის შედეგების დადასტურების შემდეგ, მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.