logo

  • Kol22

სასერთიფიკატო პროგრამა ,,ხეხილის სხვლა-ფორმირება“

 
პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცეტრი  ,,ფერმერთა სკოლა” აცხადებს  მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე ,,ხეხილის სხვლა-ფორმირება“, რომლის განხორციელების უფლება გაცემულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ. პროგრამის ხანგრძლივობა - 3 თვე, რეგისტრაციის თარიღი  5 - 10  მარტი,  ადგილების რაოდენობა - 15. 
მომზადების პროგრამა სრულად დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - "პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" - მიერ, რომელიც განხორციელდება ღია  სივრცეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში.
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი. 
რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს - https://vet.emis.ge/#/training-programs
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით   ტელ: 595 96 79 19