logo

  • Kol22

სასერთიფიკატო პროგრამა ,,ჟოლოსა და უეკლო მაყვლის წარმოება“

2021 წლის 6 მარტს, ()იპ პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრ  ,,ფერმერთა  სკოლაში"  დაიწყო სწავლება სასერთიფიკატო პროგრამაზე - ,,ჟოლოსა და  უეკლო მაყვლის წარმოება", რომელიც დაფინანსებულია გაეროს განვითარების  პროგრამის (UNDP) ფარგლებში (პროექტი: „პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“).

ბენეფიციარები  პრაქტიკულ მეცადინეობებზე  დაეუფლებიან ბაღის აგეგმვა-გაშენებას, მცენარეთა დაცვის ღონისძიებებსა და  ბაღის მოვლის ყველა აგროტექნოლოგიურ სამუშაოებს. სტუდენტები  პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან  საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის და თოხლიაურის ჟოლოსა და მაყვლის ბაღებში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები  მიიღებენ  სახელმწიფოს  მიერ  აღიარებულ სერთიფიკატს.

 

jol4

 

jol5