,,ფერმერთა სკოლის" სართიჭალის ფილიალში ჩატარდა ტრენინგი ფერმის მართვასა და მარკეტინგში

2017 წლის 23, 24 და 25 ოქტომბერს, ფერმერთა სკოლის სართიჭალის ფილიალში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სააგენტო სმედას წარმომადგენელმა ირინა მეკერიშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ფერმის მართვა და მარკეტინგი.
სამი დღის განმავლობაში განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ბიზნეს დაგეგმარების მნიშვნელობა, ბიზნეს გეგმის სტრუქტურა; პოტენციური ბაზრის განმარტება, ბაზრის მახასიათებლები, მომხმარებელთა კლასიფიკაცია, ბაზარზე არსებული სერვისების ტიპები, მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება, არსებული ბაზრის კრიტიკული ფაქტორები, კონკურენცია, მომხმარებელთა ანალიზი.