logo

„ფერმერთა სკოლის“ კურსდამთავრებული სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან

2017 წლის 27 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებს უმასპინძლა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა. მიწვეულ სტუმრებს შორის პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ კურსდამთავრებული კახი მშვიდობაძეც იყო. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კახი ერთ-ერთია იმ სამ მცირეწლოვან ფერმერს შორის, რომელთა მიმართ ინტერესი და გულთბილი დამოკიდებულება პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოხატა.

,,ფერმერთა სკოლის" სართიჭალის ფილიალში ჩატარდა ტრენინგი ფერმის მართვასა და მარკეტინგში

2017 წლის 23, 24 და 25 ოქტომბერს, ფერმერთა სკოლის სართიჭალის ფილიალში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სააგენტო სმედას წარმომადგენელმა ირინა მეკერიშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ფერმის მართვა და მარკეტინგი.
სამი დღის განმავლობაში განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ბიზნეს დაგეგმარების მნიშვნელობა, ბიზნეს გეგმის სტრუქტურა; პოტენციური ბაზრის განმარტება, ბაზრის მახასიათებლები, მომხმარებელთა კლასიფიკაცია, ბაზარზე არსებული სერვისების ტიპები, მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება, არსებული ბაზრის კრიტიკული ფაქტორები, კონკურენცია, მომხმარებელთა ანალიზი.

,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალში ჩატარდა ლექცია ორგანული მიწათმოქმედების შესახებ

2017 წლის 10 ოქტომბერს, ,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ კონსულტანტმა ნუკრი მემარნიშვილმა ჩაატარა ლექცია ორგანული მიწათმოქმედების შესახებ. თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რა არის ბიოწარმოება; ბიოწარმოების ძირითადი პრინციპები და ამოცანები; მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდები მებოსტნეობაში, შერეული ნათესები; მცენარეთა დაცვის მეთოდები; მავნებლები, მათი რაოდენობის რეგულირების მეთოდები და საშუალებები ბიომეურნეობაში; სოკოვანი დაავადებების განვითარების პირობები, ამ დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები.

„ფერმერთა სკოლის“ ფილიალი სართიჭალაში აცხადებს მიღებას “ფერმერის”სასერთიფიკატო პროგრამაზე

პროფესიული კოლეჯიფერმერთა სკოლისფილიალი სართიჭალაში აცხადებს მიღებას ფერმერის” სასერიფიკატო პროგრამაზე.

სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 12თვესპროგრამაზე სწავლა უფასოა.
დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ ჩასარიცხად საჭირო შემდეგი დოკუმენტაცია: