logo

,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტებმა შულავერში მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს

2017 წლის 27 მაისს, პროფესიული კოლეჯ „ფერმერთა სკოლის“ ნინოწმინდისა და სართიჭალის  ფილიალის მებოსტნის სპეციალობის სტუდენტებს ჰქონდათ სასწავლო გასვლა  სოფელ  შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი), სადაც ჩინური კომპანიისჰუნანიმიერ სოფლის მეურნეობის კვლევითი  ცენტრის  კუთვნილ ხუთ ჰექტრამდე მიწის  ფართობზემზის ერთსივრციანი  სათბურები  დაათვალიერეს.

სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლის" სტუდენტებისთვის ორგანიზაცია ,,გარემო და განვითარებამ“ ტრენინგი ჩაატარა

2017 წლის25 მაისს, პროფესიულ კოლეჯ,,ფერმერთა  სკოლისსართიჭალის ფილიალის სტუდენტებისთვის ორგანიზაცია ,,გარემო  და  განვითარების“  წარმომადგენელმა, ბატონმა ნოდარ თხელიძემ " ჩაატარა  ტრენინიგი  თემაზე : „კატასტროფების  რისკის  შემცირება  და მართვა“ .

პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი ბოსტნეულის მყნობის ახალ ტექნოლოგიაზე

 2017 წლის 17 მაისს, პროფესიულ კოლეჯ  „ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი ბოსტნეულის მყნობის ახალ ტექნოლოგიაზე.  აღნიშნული მყნობის  ტექნოლოგიების  ათვისება  უმნიშვნელოვანესია  ბოსტნეულის მწარმოებელი  ფერმერებისათვის, რაც  უშუალოდ  მავნებელ  დაავადებებთან  ბრძოლაზე  და  პროდუქტიულობის ზრდაზე  აისახება.

პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლის“ ფილიალი სართიჭალაში აცხადებს მიღებას მებოსტნის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლის“ ფილიალი სართიჭალაში აცხადებს მიღებას მებოსტნის სასერტიფიკატო პროგრამაზე.
პროგრამაზე სწავლა უფასოა, სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4თვეს.