logo

HEKS_EPER-ის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ,,ფერმერთა სკოლაში"

2016 წლის 18 ივნისს, სოფელ ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას ’’ ეწვია შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER- ის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე ანგარიშის სახით დეტალურად იყო წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში გახორციელებული სხვადასხვა აქტივობები და მათი შედეგები.

,,ფერმერთა სკოლის" ორგანიზებით გამწვანების სამშვიდობო აქცია მოეწყო

2016 წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ ორგანიზებით მოეწყო გამწვანების სამშვიდობო აქცია,

ისრაელის ელჩის სტუმრობა ნინოწმინდის ,,ფერმერთა სკოლაში"

2016 წლის 17 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიულ კოლეჯ ,, ფერმერთა სკოლას“ ნინოწმინდაში, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იუვალ ფუქსი ესტუმრა მეუღლესთან ერთად. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო, რომელსაც ფონდ ,,ლაზარეს“ გენერალური დირექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდა. ელჩმა მოისმინა ინფორმაცია პროფესიული კოლეჯის შექმნისა და მისი წარმატებული საქმიანობის შესახებ, ასევე დაათვალიერა ,,ფერმერთა სკოლის“ ინფრასტრუქტურა და მეურნეობა.

HEKS_EPER-ის წარმომადგენლები ,,ფერმერთა სკოლის" მიღწევებს გაეცნენ

2016 წლის 11 მარტს, საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას ’’ ეწვია დონორი ორგანიზაცია HEKS-EPER-ი. სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა და გაეცნენ პროექტის მიღწევებს .