logo

პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლის“ ფილიალი სართიჭალაში აგრძელებს მიღებას ფერმერის სასერტიფიკატო პროგრამაზე

პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლის“ ფილიალი სართიჭალაში აგრძელებს მიღებას ფერმერის სასერტიფიკატო პროგრამაზე

პროგრამაზე სწავლა უფასოა. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 11 თვეს.
დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 25 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ ჩასარიცხად საჭირო შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სასწავლო პროცესი დაიწყება 2017 წლის 26 იანვრიდან.

ფერმერთა სკოლის სტუდენტებმა ტიბაანში კომპანია ,,კავკასიის გენეტიკა“ მოინახულეს

2016 წლის 28 ოქტომბერს, სართიჭალის ფერმერთა სკოლის მეცხოველის სპეციალობის ბენეფიციარებმა, პროფესორ ბატონ ლევან თორთლაძის ხელმძღვანელობით კახეთში, სოფელ ტიბაანში, მოინახულეს კომპანია ,,კავკასიის გენეტიკა“, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებელს სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში.

HEKS_EPER-ის რეგიონალური პროექტების კოორდინატორის სტუმრობა სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლაში“

2016 წლის 25 ოქტომბერს, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER- ის რეგიონალური პროექტების კოორდინატორი სოფელ სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლას“ ეწვია, რომლის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის ახალი პროექტის მონიტორინგი. ბატონი მარკ ზოსი შეხვდა ფონდის დირექტორსა და პროექტის მენეჯერს.

გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლებში პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა

2016 წლის 22-23 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების სართიჭალასა და მუღანლოს საჯარო სკოლებში(ხუთი სკოლა), საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის ,,ლაზარეს“ წარმომადგენლებმა ჩაატარეს პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიხედვით სართიჭალაში გაიხსნება ნინოწმინდის პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ ფილიალი, სადაც დაინტერესებული ახალგაზრდები შეისწავლიან შემდეგ სპეციალობებს: ფერმერი, მეფუტკრე, მესაქონლე, მებოსტნე და მეხილე. სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ტრეინინგებს, ფაკულტატიურ ლექციებსა და სასწავლო ექსკურსიებს დემო ფერმებში. მომავალი ფერმერები მიღებული ცოდნის საფუძველზე გააუმჯობესებენ საკუთარ მეურნეობებს, დაიწყებენ პროდუქციის წარმოებას და პროექტის დახმარებით დაამყარებენ კავშირს ბაზართან, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით.