logo

ისრაელის ელჩის სტუმრობა ნინოწმინდის ,,ფერმერთა სკოლაში"

2016 წლის 17 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიულ კოლეჯ ,, ფერმერთა სკოლას“ ნინოწმინდაში, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იუვალ ფუქსი ესტუმრა მეუღლესთან ერთად. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო, რომელსაც ფონდ ,,ლაზარეს“ გენერალური დირექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდა. ელჩმა მოისმინა ინფორმაცია პროფესიული კოლეჯის შექმნისა და მისი წარმატებული საქმიანობის შესახებ, ასევე დაათვალიერა ,,ფერმერთა სკოლის“ ინფრასტრუქტურა და მეურნეობა.

HEKS/EPER-ის წარმომადგენლები ,,ფერმერთა სკოლის" მიღწევებს გაეცნენ

2016 წლის 11 მარტს, საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას ’’ ეწვია დონორი ორგანიზაცია HEKS/EPER-ი. სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა და გაეცნენ პროექტის მიღწევებს .

ფონდ ,,ლაზარეს" წარმომადგენლებმა სოფელ სართიჭალის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

2016 წლის 4 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის ,,ლაზარეს“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართეს, რომლებმაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს თავიანთი სამომავლი გეგმები და ხედვები გააცნეს.
ფონდს ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული აქვს ერთი პროექტი, რომლის შედეგადაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში დაარსდა პროფესიული კოლეჯი-,,ფერმერთა სკოლა“. ახალ პროექტს ,,ლაზარე“ სოფ. სართიჭალაში მოიაზრებს. სოფლის მოსახლეობასთან გასაუბრების შედეგად ფონდი მომავალ პროექტში გაითვალისწინებს მათ აზრსა და ინტერესის სფეროს.

,,ფერმერთა სკოლამ" საავტორიზაციო განაცხადი წარადგინა

 

2015 წლის 5 ნოემბერს, ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლის“ მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული კოლეჯის სტატუსის მოპოვების მიზნით წარდგენილ იქნა საავტორიზაციო განაცხადი.