2017 წლის 1 დეკემბერს, კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრში ექსპო ჯორჯია გაიმართა გამოფენა-კონფერენცია „სკოლა და არაფორმალური განათლება“, რომლის მიზანი იყო ზოგადი განათლების სფეროში არაფორმალური განათლების შესახებ გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მომუშავე არაფორმალური განათლების მიმწოდებელთა პრაქტიკის გაცნობა.
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის ,,ლაზარეს“ მიერ დაფუძნებულმა პროფესიულმა კოლეჯმა ,,ფერმერთა სკოლამ“და პროფესიულმა სასწავლებლმა „სახელობო სკოლამ“გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია და ნამუშევრები( თაფლი, ფერადი ლითონებისგან და მინანქრისგან დამზადებული სამკაულები,თექისგან შექმნილი ნივთები და სხვ.) წარმოადგინა.
გამოფენაში მონაწილეობდნენ: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი( CTC), სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი (CTF), საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), განათლებისა და მართვის გუნდი (EMT), საწარმო “მზეკო”, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია,თელავის განვითარების და დასაქმების ცენტრი, საზოგადოება “ბილიკი”, ორგანიზაცია ,,ათინათი“, სათემო კავშირი ,,ნუკრიანი“, PH International, ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლი“ და სხვა.