ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

595 96 79 19

დებულება

 

 

ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი

„ფერმერთა სკოლა“

 

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

 

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1.  დაწესებულების იურიდიული სტატუსი და წინამდებარე დებულების მოქმედების  სფერო

1.1 ა(ა)იპ პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი „ფერმერთა სკოლა“ (შემდგომ ტექსტში „ცენტრი“) დაფუძნებელია საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

1.2 ცენტრის სრული სახელწოდებაა:

ა) ქართულად: ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი „ფერმერთა სკოლა“

ბ) ინგლისურად: N(N)LE Center for Vocational Training and Retraining “Farmers School”

1.3 ცენტრის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ა(ა)იპ „ცენტრის“ წესდებით.

1.4 „ცენტრი“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, წესდებით, დებულებით და დაწესებულების სხვა სამართლებრივი აქტებით.

1.5 „ცენტრის“ ძირითადი რეკვიზიტებია:

ა) საიდენტიფიკაციო კოდი: 438111106;

ბ) იურიდიული მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ნინოწმინდა;

გ) ტელეფონის ნომერი: 599967919

დ) ვებ. გვერდი: www.farmersschool.ge

ე) ელ ფოსტა: farmer.school@yahoo.com

1.6. დაწესებულებას აქვს ბეჭედი, სატიტულო ფურცელი, საბანკო ანაგარიში, ოფიციალური ვებ-გვერდი და საკონტაქო ელ-ფოსტა;

1.7. „ცენტრის“  საქმიანობის წარმართვისათვის, ამ დებულებით განსაზღვრულია ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობები.

 

მუხლი 2.  ცენტრის საქმიანობის საგანი

მსმენელების თანამდეროვე შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვა და მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსების საშუალებით.  

 

მუხლი 3.  ცენტრის მისია, მიზანი, ხედვა და ღირებულებები

მისია

მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა პროფილით კვალიფიციური კადრების მომზადება, მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების და მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

 

მიზანი

ცენტრის მიზანია პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა; პირის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობა; საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა; შშმ და სსსმ პირებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

ხედვა

ცენტრს გააჩნია მაღალი ნდობა და აღიარება მისი კურსდამთავრებულების მაღალი პიროვნული ღირებულებებიდან, სოციალური პასუხისმგელობიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.

ღირებულებები

პროფესიონალიზმი, თვითგანვითარება, გუნდურობა, თანასწორობა, გამჭვირვალობა.

 

ცენტრის  მართვის პრინციპები

მუხლი 4. ზოგადი დებულებები

4.1. ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა დამფუძნებელი, რომელსაც წარმოადგენს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“;

4.2. ცენტრის აღმასრულებელი ორგანოა დირექტორი, ადმინისტრაცია და დამხმარე პერსონალი;

4.3. ადმინისტრაცია არის  დირექტორის აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს, დირექტორის დავალებათა და გადაწყვეტილებათა  აღსრულებას;

4.4. ადმინისტრაციაში დასაქმებულნი არიან საშტატო განრიგით განსაზღრული პირები, რომლებიც  თავიანთი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შეთავსებით ასევე შეიძლება მუშაობდნენ  ცენტრის  სხვა პროექტებშიც.

 

მუხლი 5. დირექტორი

5.1 ახორციელებს ცენტრის მართვას საჯაროობის და გამჭირვალობის პრინციპების შესაბამისად;

5.2 უზრუნველყოფს ხელშეკრულებების/მემორანდუმების დადებასა და შესრულებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში;

5.3 ხელს უწყობს მსმენელებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას;

5.4 ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების ან სხვა თანამშომლობის მიზნით;

5.5 კოორდინაციას უწევს პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას შრომის ბაზრის ტენდენციების შესაბამისად;

5.6 ხელს უწყობს მსმენელთა სამეწარმეო განათლებასა და სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების გამოყენებას;

5.7 უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელ პირებთან და ცენტრის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა, შეფასების საფუძველზე უზრუნველყოს მათი წახალისება ან მიმართოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

5.8 საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორცილების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; დამფუძნებელთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის დებულებას, ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და სტრატეგიულ გეგმას;

5.9 ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;

5.10 ეფექტიანად წარმართავს/განკარგავს ცენტრის ადამიანურ/ფინანსურ/მატერიალურ რესურსებს და ხელს უწყობს აღნიშნული რესურსების განვითარებას;

5.11 ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობას უწევს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

5.12 ყოველი წლის ბოლოს დამფუძნებელს წერილობით წარუდგენს გასული წლის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;

5.13 ზედამხედველობს ცენტრში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს;

5.14 ზრუნავს ცენტრის კონკურენტუნარიანობასა და მის პოპულარიზაციაზე;

5.15 ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

 

მუხლი 6. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

6,1 ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, დირექტორის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს.

6.2 მისის საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, დანერგვის და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება. მიმართულების შესაბამისი პროგრამების შემუშავება, დანერგვა და განვითარებასთან დაკავშირებული დარგობრივი საკითხების ხელმძღვანელობა, სფეროს მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

6.3 ცენტრის დირექტორთან ერთად ორგანიზაციის მართვისთვის მნიშვნელობვანი საკითხების განსაზღვრა;

6.4 ცენტრის ეფექტური მართვისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;

6.5 ცენტრის მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და კოორდინირება;

6.6 ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში წამოჭრილი პრობლემების ინიცირება და დირექტორთან ერთად გადაჭრის გზების დაგეგმვა;

6.7 დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შესრულება (გარდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა);

 

მუხლი 7. საფინანსო საქმიანობა

7.1. საფინანსო საქმიანობას უზრუნველყოფს მმართველობის ორგანოს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ფინანსური მენეჯერი, რომელიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე, ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, კოლეჯთან გაფორმებული შეთანხმებით, დირექტორის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს;

7.2. ბუღლტერის საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს: სასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში საჭირო ბუღალტრული დოკუმენტების წარმოება, სასწავლებლის ანგარიშგების სისტემის მარეგულირებელი უწყებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

საფინანსო საქმიანობას დაწესებულებაში  წარმართავს ფონდ ,,ლაზარეს“ ფინანსური მენეჯერი

 

 მუხლი 8. სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი

8.1. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე, ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, დირექტორის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს.

8.2.  მისი საქმიანობის მიზანია: სასწავლო პროცესის ორგანიზება, ეფექტური კოორდინაცია განმახორციელებლების/მსმენელების საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა, მონიტორინგი, წარმოებული დოკუმენტების აღრიცხვა და შენახვა.

 

მუხლი 9. სოციალური მედიის მენეჯერი

9.1. სოციალური მედიის მენეჯერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე, ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, დირექტორის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს.

9.2. სოციალური მედიის მენეჯერის საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს:

ა) სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პოპულარიზაცია;

ბ) წარმატებულ სტუდენტთა ინტერვიურება და პოპულარიზაცია;

გ) განმახორციელებელ პირთა ინტერვიურება და პოპულარიზაცია;

დ) პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის პოპულარიზაცია;

ე) ცენტრის PR კამპანიის ხელმძღვანელობა, შეფასება და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

ვ) სოციალური ქსელის/ვებ.გვერდის ადმინისტრირება, პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მოზიდვისთვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა

 

 

მუხლი 10. საქმისმწარმოებელი

ცენტრში დადგენილი საქმისწარმოების წესის შესაბამისად უზრუნველყოფს:

10.1.კორესპოდენციის დამუშავებას;

10.2.დირექტორის სამუშაო დღის ფორმირებას;

10.3.დირექტორის დავალებათა და დოკუმენტების შესრულების კონტროლს;

10.4.სტუმართა მიღებას, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზებას; თათბირების, კრებებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობას;

10.5. თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოებას;

10.6. შემოსული ინფორმაციის, კონტროლს, მათ შესახებ დირექტორის ინფორმირებას;

10.7.საქმისწრმოებით დამთავრებულ მასალებში ყოველი წლის ბოლოს ცენტრის დირექტორის თანდასწრებით  განსაზღვრავს მუდმივად შესანახ (დასაარქივებელ) დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს მათ აკინძავას, დანომრვას, სარჩევის შედგენას და საქაღალდეებში განთავსებას.

10.8.დოკუმენტური მასალების გამოყენებას და ამ მასალების მიხედვით ცნობების, გაცემას, უფლებამოსილ დაწესებულებებსა და ფიზიკურ  პირებზე;

10.9.არქივში არსებული დოკუმენტური მასალების დაცვას და საქმეების ფორმირების სისწორეს;

10.10.დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით  სამივლინებო მოწმობის გამოწერა/გაფორმება.

 

 

მუხლი 11. დამხმარე პერსონალი

  ლოჯისტიკოსი

11.1 ცენტრში წარმართავს სამეურნეო-ტექნიკურ საქმიანობას, კერძოდ:

ა)ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ტექნიკის  დანერგვას;

ბ) მომწოდებლების მოძიებას, მათთან  მოლაპარაკების წარმოებას, შეკვეთების მართვას, შერჩევასა და შესყიდვებს;

გ) მასალების ხარისხის კონტროლს, სასაწყობე საქმიანობას, ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური   ფასეულობების დაცვას,  შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ ფასეულობათა  მოვლა-პატრონობას;

 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

11.2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობაა დროულად გამოავლინოს ორგანიზაციაში არსებული ყველა საფრთხე, შეაფასოს რისკი და დანერგოს რისკის კონტროლის მექანიზმები; შექმნას შრომის უსაფრთხოების გეგმა, უზრუნველყოს მასში თითოეული თანამშრომელის ჩართულობა.

11.3. დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხოდ მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, გამოვლენილი რისკების საფუძველზე დაგეგმოს შესაბამისი ინსტრუქტაჟები და სწავლება.

 

      ზედამხედველი

11.4. ეხმარება ორგანიზაციის დირექტორსა და სასწავლო პროცესის მენეჯერს სასწავლო პროგრამების განხორციელების პროცესში;

11.5 .უზრუნველყოფს პროგრამის მსმენელთან კომუნიკაციას.

11.6. ჩართულია ორგანიზაციის პროექტების განხორციელების პროცესის ტექნიკურ ნაწილში.

11.7. უზრუნველყოფს დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ეზოს  კეთილმოწყობში მონაწილეობას, ყვავილების და და სხვა მცენარეების მოვლას (მორწყვა, გამარგვლა, გათოხნა…) ტერიტორიის ზედამხედველობას უცხო პირების დაშვებასთან დაკავშირებით;

11.8. ბაღის ზედამხედველი უზრუნველყოფს ხეხილის ბაღის მონიტორინგს, ხელმძღვანელობს ხეხილის ბაღში მიმდინარე სამუშაოებს: (გასხვლა, გათოხნა, გამარგვლა, მორწყვა, გათიბვა, შეწამვლა და სხვა).

11.9. საჭიროების მიხედვით სხვა სამეურნეო საქმიანობის შესრულება.

 

დამლაგებელი

11.10.უზრუნველყოფს ცენტრის შენობაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას და სისტემურ  დალაგება-დასუფთავებას.

 

მუხლი 12. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

12.1. ცენტრის დებულებას მმართველ ორგანოსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი;

12.2. დებულებაში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მმართველი ორგანოს თანხმობის საფუძველზე, ცენტრის დირექტორის შესაბამისი ბრძანებით.

 

 

 

Cart
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare