2016 წლის 17 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიულ კოლეჯ ,, ფერმერთა სკოლას“ ნინოწმინდაში, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იუვალ ფუქსი ესტუმრა მეუღლესთან ერთად. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო, რომელსაც ფონდ ,,ლაზარეს“ გენერალური დირექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდა. ელჩმა მოისმინა ინფორმაცია პროფესიული კოლეჯის შექმნისა და მისი წარმატებული საქმიანობის შესახებ, ასევე დაათვალიერა ,,ფერმერთა სკოლის“ ინფრასტრუქტურა და მეურნეობა.
ისრაელის საელჩოსა და “მაშავის” გადაწყვეტილებით, „ფერმერთა სკოლას“ ხეხილის ბაღების მოსაწყობად მიკროგრანტი გადაეცემა.