ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლის” ორგანიზებით ჩატარდა ერთდღიანი ონლაინ სემინარი თემაზე ,,ხეხილის ბაღში ჩასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებები”, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 80-მდე ადამიანი დაესწრო.
სემინარების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ცენტრი 2024 წლიდან გეგმავს ონლაინ ტრეინინგების ჩატარებას აგრომიმართულების სხვადასხვა თემაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე პერიოდულად განთავსდება.