პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ,,ფერმერთა სკოლა” აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე: ,,დეკორატიული ბაღის მოვლა”
რეგისტრაციის ვადები: 23/03-29/03
სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი- 4 აპრილი.
პროგრამის განხორციელების უფლება გაცემულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
პროგრამის ფარგლებში მსმემელები შეისწავლიან:
მცენარისთვის საჭირო გარემოს გაცნობას ;
სასიცოცხლო ფუნქციების აღწერას ;
დეკორატიული მცენარეების იდენტიფიკაციას ;
დეკორატიული მარადმწვანე ხეების , ბუჩქების და ბალახოვანი მცენარეებისთვის ნიადაგის მომზადებას ;
დარგვას ;
ბაღში საჭირო მოვლით ღონისძიებებს .
პროგრამა განხორციელდება ფიზიკურ სივრცეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში.
პროგრამაზე სწავლა უფასოა. დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოს და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს https://vet.emis.ge/#/training-programs
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 595 967 919