პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ,,ფერმერთა სკოლა” აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე: ,,ფუტკრის პროდუქტების მიღება.”
რეგისტრაციის ვადები: 26/04-01/05.
სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი- 15 მაისი.
პროგრამის განხორციელების უფლება გაცემულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
პროგრამის ფარგლებში მსმემელები შეისწავლიან:
ფუტკრის მიერ წარმოებული პროდუქტების: ცვილის, ყვავილის მტვრის, ჭეოს, ფუტკრის რძის წარმოებას და შენახვას;
სამამლე ჰომოგენატის, დინდგელის, შხამის, თაფლის წარმოებასა და შენახვას;
გაეცნობიან საქართველოში გავრცელებულ ფუტკრის დაავადებებსა და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს;
პროგრამა განხორციელდება ფიზიკურ სივრცეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში.
პროგრამაზე სწავლა უფასოა. დაფინანსებულია, – საქართველოს საპატრიარქოსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს https://vet.emis.ge/#/
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 595 967 919