2021 წლის 25 მაისს, სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლას” მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა: ,,ტყის მცველი”.
პროგრამა შედგენილია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. სწავლის შედეგების დადასტურების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.