სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა „ფერმერთა სკოლამ“ მეორედ მოიპოვა უფლებამოსილება განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა „ხეხილის სხვლა-ფორმირება”.
პირველად მოპოვებული ავტორიზაციის შემდეგ, 2020 წლიდან, პროგრამა წარმატებით დაასრულა 47-მა მსმენელმა.
პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ თეორიული ცოდნა და რეალურ სამუშაო გარემოში გამომუშავებული ხეხილოვანი კულტურების გასხვლისა და ფორმირების უნარები, უსაფრთხოების წესების დაცვით.
კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს ხეხილის სანერგე მეურნეობებსა და ხეხილის ბაღებში გამსხვლელად, ასევე შესაძლებელია თვითდასაქმებაც.