🔰2024 წლის 12 დეკემბერს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „ფერმერთა სკოლას“ მეორედ მიენიჭა უფლება განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა: 🌳„ტყის მცველი“;
🔰პროგრამა შედგენილია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს;
🔰,,ფერმერთა სკოლა“ პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულ სწავლებას ახორციელებს მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე.
🔰სწავლის შედეგების დადასტურების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს;
🔰,,ფერმერთა სკოლის“ ,,ტყის მცველის“ პროგრამა 2021-2023 წლებში წარმატებით დაასრულა 24 მსმენელმა.