2017 წლის 17 მაისს, პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი ბოსტნეულის მყნობის ახალ ტექნოლოგიაზე. აღნიშნული მყნობის ტექნოლოგიების ათვისება უმნიშვნელოვანესია ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის, რაც უშუალოდ მავნებელ დაავადებებთან ბრძოლაზე და პროდუქტიულობის ზრდაზე აისახება.
ტრენინგი ჩაუტარდა როგორც კოლეჯის, ასევე ფერმერთა სკოლის სართიჭალის ფილიალის სტუდენტებს, მათ საშუალება მიეცათ თვითონ ჩაეტარებინათ მყნობის პროცედურა.