2017 წლის 21 ივლისს, ,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალის სტუდენტები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ერთწლოვანი კულტურების საკვლევ- სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე იმყოფებოდნენ.
სტუდენტები გაეცნენ ვირუსოლოგიის და ქსოვილის კულტურის (in vitro) ლაბორატორიის მუშაობას, დაათვალიერეს ბიო ნაკვეთები, სადაც საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულ-ბაღჩეულისა და ასევე სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშების წარმოება/გამოცდა მიმდინარეობს.