2019 წლის 4 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალტეტის სოფელ ნინოწმინდის ,,ფერმერთა სკოლაში” ჩატარდა ტრენინგი ,,ორგანული სოფლის მეურნეობა“, რომელსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ კონსულტანტი, ნუკრი მემარნიშვილი უძღვებოდა.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები: ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების წინაპირობები და მოკლე ისტორია,არსი და პრინციპები; მისი განვითარების ტენდენციები მსოფლიოსა და საქართველოში; კონსერვაციული სოფლის მეურნეობა, პერმაკულტურა; ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა, მსგავსებები და განსხვავებები; ნიადაგის ნაყოფიერების მართვა ორგანულ სოფლის მეურნეობაში; ბიოსასუქები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორგანული სოფლის მეურნეობა ხელს უწყობს აგროეკოსისტემების შენარჩუნებას და უზრუნველყოფს მათ სიჯანსაღეს, მოიცავს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ბიოლოგიურ ციკლებს და ნიადაგის ბიოლოგიურ აქტიურობას.