საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ “ფერმერთა სკოლაში” ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი “სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისთვის”.
ღონისძიების მიზანი იყო 2021 წლის სასწავლო პროგრამების ფუნქციონირების ანალიზისა და თვითშეფასების შედეგების წარდგენა განმახორციელებელ პერსონალთან, სამომავლო გეგმებზე ერთობლივი მსჯელობა და საერთო სტრატიგიის შერჩევა სასწავლო პროცესის მსვლელობისა და შედეგების გასაუმჯობესებლად.