2022 წლის 4 დეკემბერს , სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლის” პროფესიული მომზადების პროგრამების განმახორციელებელი პირებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ვიზუალური რესურსების შექმნა ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენებით.“
ტრენინგზე მიღებული უნარები მონაწილეებს დაეხმარება სასწავლო პროცესში ციფრული უნარების მეტი ეფექტურობით გამოყენებაში, კერძოდ, თავიანთი საგნებისათვის მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების შექმნაში. ასევე, ტრეინინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, რომლებიც პროგრამის განმახორციელებლებს მისცემს საშუალებას დაეხმარონ მსმენელებს შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.